“ესეც რომ წამების ტოლფასია, არ გესმით?! განა ესაა ქართული აზროვნება?!“ – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი წერს.
“ათასობით პატიმარი ელოდა და ახლაც ელის, რომ 159 შეწყალებულს შორის აღმოჩნდება. მათთან ერთად, ელოდებიან მშობლები, დები, ძმები, მეუღლეები, შვილები. აღარფერს ვამბობ კანონზე. ქართული აზროვნების წესზე მაქვს საუბარი. ქართული აზროვნებაა, რომ შეწყალების შესახებ ღამის თერთმეტის ნახევარზე გავიგეთ?! ნუთუ არ გესმით, რომ მთელი დღის მოლოდინი ამ ადამიანებისთვიდ წამების ტოლფასი იყო?! შეწყალებულთა გვარები რომ დღემდე უცნობია, ესეც რომ წამების ტოლფასია, არ გესმით?! განა ესაა ქართული აზროვნება?! შეწყალებულთაგან რომ მხოლოდ რამდენიმე კაცი გამოუშვით და დანარჩენები, რაღაცა გაუგებარ პროცედურებს გადიან, ესეც რომ წამების ტოლფასია, ვერ ხვდებით?! დღესასწაულებზე სანთელით ხელში რომ გამოიჭიმებით ტაძარში, განა ღმერთი ამგვარი ქმედებებისკენ მოგიწოდებთ?!“ – წერს ირმა ინაშვილი.
