Tuesday, January 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ივანიშვილი სინდისის პატიმრებით ვაჭრობს” – რას აცხადებს თინა ხიდაშელი

January 20, 2026
“ივანიშვილი სინდისის პატიმრებით ვაჭრობს” – რას აცხადებს თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ხელში პატიმრები პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტად არის ქცეული და არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილებები არა ჰუმანური პრინციპებით, არამედ პირადი და პოლიტიკური სარგებლის გათვლით მიიღება.

მისი თქმით, პროცესის გაწელვა განპირობებულია იმით, რომ საქართველო დროებით აღარ დგას საერთაშორისო ყურადღების ცენტრში, რაც “ოცნების” ხელისუფლებას დროის მოგების საშუალებას აძლევს. ხიდაშელის შეფასებით, ამ ვითარებაში მიზანი კონკრეტული დათმობების მიღება კი არა, საერთაშორისო ზეწოლის შემცირება და იზოლაციიდან გამოსვლაა.

“მას ტყვეები ჰყავს. ეს უკვე სახეზეა და მოცემულობაა. ტყვეების რაოდენობა ძალიან დიდია, რამდენიმე ასეულით განისაზღვრება, შესაბამისად, სავაჭრო არეალიც ფართო აქვს. მისთვის ყველაფერი გადის პირად სარგებელზე, შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მიიღებს უფრო მაღალ სარგებელს, მაღალი სარგებელი გადაწონის. ამ წუთის მდგომარეობით, ის ხედავს, განსაკუთრებით ვაშინგტონს მისთვის არ სცალია, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე სპეციფიკური მოძრაობები არ არის ადგილზე, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეეცდება, რომ მაქსიმალურად გაწელოს ეს ვადა იმ მომენტამდე, როდესაც საკითხი დღის წესრიგში დადგება და აქედან სარგებელს მიიღებს. მე მგონია, რომ გაცილებით უფრო მეტად აწუხებთ, აღელვებთ, ადარდებთ ის წნეხი, რომლის ქვეშაც არიან, იმიტომ, რომ ეს წნეხი, საბოლოო ჯამში, აგიჟებს ადამიანს. მოულოდნელობის განცდა, იმის ლოდინი, რა იქნება ხვალ, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ის, რაც უკვე იცი. ამიტომ, მე ვფიქრობ, აქ უფრო არა იმდენად იმაზე იქნება ვაჭრობა, რომ სიტყვაზე, იგივე ვიზაბანი მოუხსნან ვინმეს, არამედ აქ საუბარი იქნება იმაზე, რომ ეს წნეხი დასრულდეს, მოხდეს აღიარება, იზოლაცია დასრულდეს”, – ამბობს თინა ხიდაშელი.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეკა მიშველაძე “ტვ პირველს” ტოვებს – ჟურნალისტი განცხადებას ავრცელებს
  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • მსოფლიოში, მსგავსი მხოლოდ 5 ოპერაციაა გაკეთებული – ქართველი ქირურგების დიდი წარმატება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge