სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და სწორი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით ასაჯაროვებს უწყებისა და ერთ- ერთი მედიასაშუალების მიმოწერას.
“საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა ინფორმირების, ასევე სწორი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, ვაქვეყნებთ ერთ-ერთი მედიასაშუალებისა და ჩვენს მიმოწერას:
მედიის კითხვა:
1. რა ეტაპზეა გამოძიება გაზპრომის დოკუმენტთან დაკავშირებით, გამოიკითხა თუ არა გამოძიების ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები, კერძოდ, ლევან ჟორჟოლიანი და აიტი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები?
2. ფასების ზრდასთან დაკავშირებული მოკვლევის ფარგლებში, გამოიკითხა თუ არა ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, კერძოდ, ნათია თურნავა, რადგან კონსტიტუციის თანახმად, ეს ორგანოა პასუხისმგებელი ფასების სტრაბილურობაზე, ასევე, ენერგეტიკის სფეროში არსებული კორუფციული ფაქტების გამოძიების ფარგლებში, ხომ არ გამოკითხულა ნათია თურნავა, როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი 2019-2022 წლებში?
პასუხი:
შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ ორივე საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რაც შეეხება გამოძიების დეტალებს, ტაქტიკას – ვინ რა დროს და რომელი საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაიკითხება ან რა შემდგომი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროებას გამოძიება თავად განსაზღვრავს გამოძიებისვე ინტერესებიდან გამომდინარე. გთხოვთ, აღნიშნული სხვა დროსაც გაითვალისწინოთ, რადგან ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მხრიდან ხშირად ისმება საგამოძიებო მოქმედებებთან, მათ შორის, გამოძიების ტაქტიკასა და დაკითხვების თანმიმდევრობასთან დაკავშირებული კონკრეტული კითხვები”. – სუს-ი.
