Tuesday, January 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ყავის ნაცვლად ბარდას ყიდიდნენ – ცნობილ საწარმოს მუშაობა შეუჩერეს

January 20, 2026
ყავის ნაცვლად ბარდას ყიდიდნენ – ცნობილ საწარმოს მუშაობა შეუჩერეს

ყავის საწარმო შპს „ტრეიდერს” მუშაობა შეუჩერეს – მიზეზი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული არაგეგმური კონტროლის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევებია.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა. ამასთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, საწარმოო პროცესი შეჩერდა შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე.

სააგენტოს ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყავას (მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. ბაზარზე პროდუქცია სავაჭრო დასახელებებით „ვილა“ და „ვილა გოლდი“ გამოდიოდა.

ინსპექტირებისას სპეციალისტებმა პროდუქციის შემადგენლობასა და წარმოების პროცესში კრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირეს:

  • ფალსიფიკაცია: პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად, ყავის მარცვლებთან ერთად, გამოყენებული იყო მოხალული ბარდა;
  • რეალიზაციის არეალი: აღნიშნული პროდუქცია მცირე სავაჭრო ობიექტებში იყიდებოდა;
  • სტანდარტების დარღვევა: გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევა.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ეტიკეტირებას.

სამეწარმეო რეესტრის თანახმად, კომპანიის დირექტორი და მფლობელი გიორგი ზირაქაშვილია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დიდი ვირეშმაკა ვინმეა ეს ლუკაშენკო, აი ნახავთ, თუ ეს ასე არ მოხდა” – რას წერს რომან გოცირიძე?
  • ადვილად დაღლა, გულის აჩქარება, თმის ცვენა – გიორგი ღოღობერიძე ამ სიმპტომების გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზს ასახელებს
  • ეს უნდა მოამზადოთ ზამთარში: იმუნიტეტის “სუპერფუდი“

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge