Tuesday, January 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ტრამპი “დიფ სთეითის” მიერ იმართება, ზელენსკის არჩევაც მათ გადაწყვიტეს” – ზაზა შათირიშვილი

January 20, 2026
“ტრამპი “დიფ სთეითის” მიერ იმართება, ზელენსკის არჩევაც მათ გადაწყვიტეს” – ზაზა შათირიშვილი

TV იმედი, ზაზა შათირიშვილის ახალ წერილს ავრცელებს, სადაც ის წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “დიფ სთეითის: მიერ იმართება, ხოლო “დიფ სთეითის” რებრენდინგის პროცესი უკვე გადამწყვეტ ფაზაშია და მას მსოფლიოს ახალი გადანაწილება მოჰყვება.

“ჩემს წინა წერილებში, ძირითადად, აქცენტს ვაკეთებდი იმაზე, რომ “დიფ სთეითი”, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახები, რომლებიც წლებია აკონტროლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, სხვადასხვა ქვეყნებს, კონკრეტულ უმაღლესი თანამდებობის პირებს, ინსტიტუტებს, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან წარსულ, თუ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებზე და ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლეზე, რებრენდინგის პროცესს გადიოდნენ, პროცესს, რომელსაც მსხვერპლად ევროპას შესწირავდნენ, ამ მსხვერპლის ფასად კი ამერიკის შეერთებულ შტატებს გააძლიერებდნენ.

ამ პროცესის კონკრეტულ შედეგებს უკვე ვხედავთ – უკრაინაში მიმდინარე ომით ევროპა დასუსტდა და გამოიფიტა, ევროკავშირის ეკონომიკა დაინგრა, პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბული და არეულია, ამ ყველაფერზე კი, საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა სრულად ევროპელ ლიდერებს დაეკისრათ. ანუ, „დიფ სთეითმა“ ამ კონკრეტულ მიზანს თითქმის მიაღწია, დარჩა მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი გეგმა – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის პარტნიორობის საბოლოო ჩამოშლა, რაც უკვე განვითარების ფაზაშია და ამის შესახებ ვრცლად ამ წერილში ვისაუბრებ.

სანამ უშუალოდ მთავარ სათქმელზე გადავალ, საზოგადოებას შევახსენებ, რომ პროცესები ზუსტად იმ მიმართულებით ვითარდება, რაზეც ჩემს წერილებში ვსაუბრობდი. ამ ფონზე, კიდევ უფრო საინტერესოა სად არიან და რა აზრზე არიან ის ე.წ. ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ პოლიტიკოსები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც „დიფ სთეითი“ დონალდ ტრამპის ხელით მართავს, დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ და მისგან ელოდნენ ხსნას?! სად არის ის ხალხი, ჩვენს მოსახლეობას რომ არწმუნებდნენ და გონებას ურევდნენ, თითქოს „უკრაინა იმარჯვებს“, „უკრაინის გამარჯვებამდე სულ ცოტა დარჩა“, რომ ომი უკრაინაში საქართველოსთვის „შესაძლებლობების ფანჯარაა“, რომ დიახაც, „ომი გვინდა“ და ა.შ.

სად არიან ეს ადამიანები? როგორ შეიძლება ამდენი შეცდომის და აბსურდული პროგნოზების შემდეგ ისინი ან ექსპერტებად იწოდებოდნენ, ან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ?! მით უფრო, როგორ შეიძლება მათ აზრს რაიმე გავლენა ჰქონდეს საზოგადოებაზე?! რა თქმა უნდა, ეს კითხვები რიტორიკულია, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ხალხი მათთვის სასურველ, აბსურდულ პროგნოზს ავრცელებდა ჭეშმარიტებად, მაშინ, როდესაც რეალობა სულ სხვა იყო. სწორედ ამ რეალობის შესახებ ვწერდი მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც უკვე ფაქტებითაც არაერთხელ დადასტურდა.

რაც შეეხება ჩემი ამ წერილის მთავარ სათქმელს; როგორც უკვე აღვნიშნე, „დიფ სთეითის“ ვერაგული გეგმა, რომლის თანახმადაც ევროპა საბოლოოდ უნდა განადგურდეს და დაინგრეს არა მხოლოდ იდეოლოგიურად, თუ ეკონომიკურად, არამედ როგორც მსოფლიო პოლიტიკის ანგარიშგასაწევი აქტორი, გადამწყვეტ ფაზაშია შესული. დღეს უკვე ყველა ვხედავთ, რომ „დიფ სთეითის“ მართული დონალდ ტრამპი, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები ფორმალურ მიზეზს ეძებს ევროპასთან გადამწყვეტი კონფლიქტისთვის, რათა საბოლოოდ ჩაეხსნას „ბებერ კონტინენტს“, რის შედეგადაც ევროპა, რომელიც ასევე „დიფ სთეითის“ მიერ იმართება, სრულად კორპორაციული მმართველობის ხელში გადავა.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპასთან პარტნიორობის დასრულება, ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანი ბერკეტების შექმნას შეუწყობს ხელს – „დიფ სთეითს“ თავისუფლად შეეძლება ევროპა რუსეთთან სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში ჩართოს, ან ევროკავშირი დაშალოს, ან ორივე ერთად. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი სცენარი ევროპას კატასტროფულ შედეგებამდე, პრაქტიკულად, სრულ ეკონომიკურ განადგურებამდე მიიყვანს, რაც, საბოლოო ჯამში, ბევრად გაამარტივებს კორპორაციული მმართველობის დაფუძნებას კონტინენტზე.

პოლიტიკით დაინტერესებული ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი უკვე მიხვდებოდა, რომ ეს მიზეზი ნაპოვნია და ცნობილი ქართული ფილმისა არ იყოს, ყბადაღებულ თემად გრენლანდია იქცა.

ზოგადად, სხვა ვითარებაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდიის გადაცემაზე რომ არავინ ეტყოდა უარს, ამაში ალბათ არავის ეპარება ეჭვი. ეგ კი არა, დარწმუნებული ვარ, თავად დანია იქნებოდა პირველი, ვინც თვალისმომჭრელად, დემოკრატიული პროცესების მანტიაში „შეფუთულ“ ამ გადაწყვეტილებას და გრენლანდიის ამერიკის შეერთებული შტატების ბალანსზე გადასვლას დაუჭერდა მხარს, თუმცა „დიფ სთეითის“ მიერ მართული დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის მოთხოვნა მხოლოდ საბაბია, ევროპასთან კონფლიქტის და ევროპისგან გათავისუფლების საბაბი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, თუ როგორ მოქმედებს ამ და არაერთი სხვა კუთხით „დემოკრატიის შუქურად“ და მსოფლიოში დემოკრატიის გამავრცელებლად მონათლული ამერიკის შეერთებული შტატები დღეს. ვხედავთ, რომ ისინი იყენებენ უხეში ძალის პოლიტიკას – არანაირი დიპლომატია, არანაირი შემოვლითი გზების ძიება, არანაირი ისტორიული პრეტენზია, მხოლოდ და მხოლოდ ხისტი ძალა – ან დაგვითმობთ გრენლანდიას, იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა, ან დამატებით ტარიფებს დავუწესებთ ევროპას! ასე ჟღერს „დიფ სთეითის“ მოთხოვნა დღეს.

აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა – რატომ აცხადებს დონალდ ტრამპი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თუ არ „ივაჟკაცა“, გრენლანდიას რუსეთი, ან ჩინეთი დაიკავებს, მაშინ, როდესაც არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ჩინეთი, ან რუსეთი გრენლანდიის მიტაცებას გეგმავდეს?! თავად როგორ ფიქრობთ, ესაა დემოკრატია?!

არადა, ხომ ვიცით, რომ დონალდ ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ევროპას სწორედ დემოკრატიის გამო „სთხოვს პასუხს“? ამბობენ, რომ ევროპა აღარ არის დემოკრატიული და ეს იმ ფონზე, როდესაც „დემოკრატიის შუქურა“ მოქმედებს დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ. ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი ვენესუელაა – დღეს აშშ ნარკოტიკების თემას, როგორც ე.წ. მოტივს, აღარც კი ახსენებს, პირდაპირ ამბობენ – ვენესუელის ნავთობი გვჭირდება და პროცესებიც თავად უნდა ვმართოთო – ხომ ვიცით, რომ ვენესუელაში ოპოზიცია კი არა, ფორმალურად, არსებული ხელისუფლება დატოვეს მართვის სადავეებთან და ისიც მუქარის ქვეშ ჰყავთ. პარალელურად, იმასაც არ მალავენ, რომ ვენესუელას თავად მართავენ, ანუ არათუ არ ერიდებიან ძალის დემონსტრირებას, პირიქით, ამის დეკლარირებას ახდენენ.

საინტერესოა რატომ დუმან დღეს ის ადამიანები, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებს დემოკრატიის შუქურად მიიჩნევენ და საქართველოსთვის ამერიკული დემოკრატიის თავს მოხვევას ცდილობენ. ესაა დემოკრატია, რომელიც მოგწონთ?! ვინმე ისევ ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის გარეშე დავიღუპებით?! ნუთუ არც ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების „მეგობრობა“ და ამ „მეგობრობის“ შედეგები გამოდგება თქვენთვის თვალის ასახელ მაგალითად?!

რეალობა ხომ უკვე ყველასთვის ცხადია, ხომ ყველა ხედავთ, რომ დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითის“ მიერ იმართება და თავად „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი, რაზეც ჩემს წერილებში ვსაუბრობდი, უკვე გადამწყვეტ ფაზაშია და მას მსოფლიოს ახალი გადანაწილება მოჰყვება?!

რა თქმა უნდა, ეს კითხვაც რიტორიკულია…

კითხვებს რაც შეეხება, ამ ყველაფრის ფონზე, ბუნებრივია, ჩემთვის კითხვები არსებობს რუსეთთან მიმართებაშიც. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, მიმდინარე პროცესებში რუსეთის როლზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ რადგან კითხვები არსებობს, მათ მაინც დავსვამ.

1. გახსოვთ როგორ მოუწყვეს რევოლუცია რუსეთისადმი ლოიალურად და მეგობრულად განწყობილ ვიქტორ იანუკოვიჩს? როგორ ფიქრობთ, რუსეთს, რომელმაც იმ მომენტისთვის უკვე იცოდა, რომ უკრაინასთან შესაძლოა პრობლემები წარმოშობილიყო, არ ჰქონდა იმის რესურსი, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის ხელისუფლებაში შეენარჩუნებინა, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთში წაეყვანა?

2. ყურადღებით ვაკვირდებოდი უკრაინის არჩევნებს და იმ მოვლენას, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკის გაპრეზიდენტება ჰქვია. პირადად ჩემთვის, იქ აშკარად იკვეთებოდა დახმარების ხელი, რომელიც რუსეთმა ზელენსკის გაუწოდა. ამ დახმარების მიზნობრიობა, თავისთავად, არაერთ კითხვას აჩენს.

გარდა ამისა, დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ ზელენსკი სწორედ “დიფ სთეითის” ფავორიტი იყო და მისი არჩევაც მათ მიერ იყო გადაწყვეტილი. ამ ფონზე, რუსეთის მხარდაჭერა მისი არჩევისადმი, კითხვებს იწვევს.

3. კითხვას აჩენს რუსეთის მოქმედება სირიაში, როდესაც რუსეთის ფედერაციამ მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნიდან, კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს, არმია სწრაფად და უმტკივნეულოდ გაიყვანა, ბაშარ ალ ასადს კი მოსკოვში მისცა თავშესაფარი.

4. როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ვენესუელა, რუსეთის „სტრატეგიული პარტნიორი“, რომელსაც რუსები წლების განმავლობაში არაერთი მიმართულებით უწევდნენ დიდ დახმარებას, აწვდიდნენ იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ეხმარებოდნენ ნავთობის რეალიზაციაში და სამხედრო რესურსებთან ერთად ფინანსურად უჭერდნენ მხარს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელში ასე მარტივად აღმოჩნდა?

5. ირანში მიმდინარე მოვლენები – რატომაა ასე პასიური ირანის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი? რატომ არ იმჩნევს მისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს?

ყველას კარგად გვახსოვს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ომის დაწყებიდან, რუსეთმა რამდენჯერმე მოახერხა სუპერ-თანამედროვე იარაღის ჩვენება. გასაგებია, რომ იარაღის ჩვენებას თავისი აზრი უნდა ჰქონდეს – პირველ რიგში, ამ იარაღის ძალა უნდა გაეთვალისწინებინა „დიფ სთეითს“, რომელიც უკრაინას ამ ომში აშკარად აქეზებდა და მხარს უჭერდა. რისთვის მოახდინა რუსეთმა აღნიშნული იარაღების დემონსტიტრება, ეს გაუგებარია, ვინაიდან ომზე გავლენა არ მოუხდენია – გარდა ერთისა, რომ იმავე „დიფ სთეითმა“ აიძულა ნატო-ს წევრი ევროპის ქვეყნები, თავდაცვაზე მშპ-ის 5%-მდე გაზრდა, რაც მათ ეკონომიკას, პირდაპირ დაანგრევს. ასეთი სუპერ თანამედროვე იარაღის ჩვენება, რეალურად, საფუძველი უნდა ყოფილიყო, რომ ომის გამჩაღებლებს ყურად ეღოთ და შეეჩერებინათ საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ მთავარი რაც მივიღეთ სწორედ ესაა – 5%-მდე აიწია გადასახადმა, სხვა გავლენა კი, ამ იარაღს, უშუალოდ ომის მიმდინარეობაზე არ მოუხდენია.

გვერდს ვერც იმას ავუვლი, თუ როგორ გვიხატავდა „დიფ სთეითი“ პუტინს – როგორ კოორდინირებულად წარმოაჩენდა მის პიროვნებას „დიფ სთეითის“ მიერ ტოტალურად კონტროლირებადი მედია, ახლა კი, ვხედავთ შემდეგს: რუსეთის პრეზიდენტმა, ღაზის მშვიდობის საბჭოში გაწევრიანების შეთავაზება აშშ-სგან მიიღო.

რა თქმა უნდა, ლოგიკური პასუხები ამ კითხვებსაც აქვს და ისიც ცხადი და გასაგებია, რა დგას ამ ყველაფრის უკან, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერჯერობით ამ თემებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ამ წუთისთვის დღის წესრიგში ის საკითხები დგას, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე”. – წერს შათირიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
  • UFC იანს თეთრ სახლში ჩხუბის უფლებას არ მისცემს – მერაბ დვალიშვილი
  • ნევროლოგი განმარტავს, რა კავშირია წნევასა და თავის ტკივილს შორის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge