Tuesday, January 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ციხე აივსო ოცნების მაღალჩინოსნებით, ყველაზე მძიმე ვითარებაში თქვენი ერთგული ადამიანები აღმოჩნდნენ – არ ვიცით ვის ვენდოთ” – მოროშკინას მიმართვა ივანიშვილს

January 20, 2026
”ვზივარ, ცრემლები მომდის ღაპა-ღუპით და ვფიქრობ…” – ლალი მოროშკინა სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს
“ციხე აივსო ოცნების მაღალჩინოსნებით, ყველაზე მძიმე ვითარებაში თქვენი ერთგული ადამიანები აღმოჩნდნენ – არ ვიცით ვის ვენდოთ” – პიარის სპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
“გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, ვიცი რომ ათასობით ადამიანის აზრს გამოვხატავ და ამიტომ ვაქვეყნებ სოც.მედიაში ამ წერილს,ვიცი რომ აუცილებლად წაიკითხავთ.
ჩვენი ბოლო შეხვედრა არც თუ დიდი ხნის წინ იყო.არასოდეს დამავიწყდება თქვენი სიტყვები:
” მე მიშას კი არ ვებრძვი,არამედ მძლავრ აგენტურულ ქსელსო”.
დიახ! დღეს ალბათ სტამბოლთან ერთად მეორე ქალაქი ვართ,სადაც მსოფლიო სადაზვერვო სამსახურებია კონცენტრირებული,რატომ?
იმიტომ რომ მსოფლიო გადანაწილების დროს,საქართველოს ენიჭება უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,მაგრამ შეგვრჩება კი სამშობლო,თუ ვიქნებით ტერიტორია იმ ტურბულენტურ ზონაში,რომელშიც ახლა შევდივართ?შესანარჩუნებელია “ოცნების” და პირადად თქვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი -მშვიდობა!
სანამ სამი მონსტრი სახელმწიფო ინაწილებს მსოფლიოს, აქა-იქ ისმის კავკასიის როლი და ფუნქცია და ის,თუ ვის ხელში აღმოვჩნდებით.
ძალიან მაფიქრებს ტრამპის დაინტერესება სომხეთით. ე.წ.”ტრამპის გზა”. აზერბაიჯანს ისედაც ყავს საკუთარი ერთმორწმუნე,ერთენოვანი ქომაგი თურქეთი.
სად ვართ ჩვენ?
საგარეო უწყების ბოლო ორი განცხადება, ჯერ ბანდერას მადიდებელი, პეჩორის ლავრის გამანადგურებელი და ქრისტიანობასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერა ჰააგაში და რუსების გასამართლების მოთხოვნაზე ხელის მოწერა,მაშინ როცა თურქეთმა,აზერბაიჯანმა და სომხეთმა თავი შეიკავეს.(16 დეკემბერი)
შემდეგ რუსეთის ახალი რესპუბლიკებიდან ხალხის არ შემოშვება,საქართველოს საზღვარზე,მათ შორის აფხაზეთში დაბადებული ქართველების,რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა,
შესაძლებელია იმ ტრიგერად იქცეს,რასაც ჩვენი მილიონიანი ,საშოვარზე წასული ქართველობის რუსეთიდან გამოძევება მოყვება .
ამის მაგალითი სამწუხაროდ არსებობს.
იმ ვითარებში,როდესაც არ გვყავს აშშ-ს ელჩი, ვეჩხუბეთ(სამართლიანად) გერმანიის ელჩს.ცუდი ურგიერთობა გვაქვს საფრანგეთის საელჩოსთან, აღარაფერს ვამბობ ევროკავშირზე, არ შემოვიდნენ ჩინური ბანკები,რაც ამოასუნთქებდა უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობას.
სულ უფრო მძაფრდება დაუცველობის სინდრომი,ხოლო ამდენი კონცერტი, შოუ-პროგრამები და მე მაპატიეთ, ცოტა ზედმეტი ზიზილ-პიპილები, “ლხინი ჭირის დროს” შეგრძნებას ბადებს.
საყურადღებოა კრემლის პროპაგანდისტის დუგინის განცხადება, რომ არ იარსებებენ ე.წ. ნეიტრალური სახელმწიფოები,რომლებსაც ბირთვული პოტენციალი არ აქვთ. (ჩვენც გვიგულისხმა)
ამასობაში, თურქეთის უფრო მეტ რუქაზე მონიშნულია ბათუმი,როგორც თურქული ქალაქი და შესაბამისად “ყარსის” ვადაგასული ხელშეკრულება უფრო აქტუალური ხდება.
ერთი გასრულა ბათუმში და აჭარა,ნახევარი გურიით თურქეთის მხარეს აღმოჩნდება, ხოლო საქართველო ახალი პოლიგონი გახდება რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში,რაზეც ასე ოცნებობენ ჩასაფრებულუ მტრები.
არასოდეს არ შემშინებია,
არც ახლა მეშინია და როგორც ერთი ჯარისკაცი,ჩემი შვილებიანად მზად ვარ შევწირო თავი სამშობლოს.
ჩემს გვერდს სოც.მედიაში 14.მილიონი გამომწერი ყავს,შესაბამისად ვიცი, ყველა აქ დაწერილი სიტყვა მიდის ადრესატამდე.
ბატონო ბიძინა, თქვენს მიმართ მადლიერებით და პატივისცემით მყოფ ადამიანებს თქვენთან უშუალოდ შეხვედრა და
სამომავლო პერსპექტივის დანახვა გვინდა.
იქნებ დავუშვათ საბჭოს არსებობა,რომელიც ერთგვარი სათათბირო იქნება. (მათ შორის თქვენი მეგობარი ექიმების და მეცნიერების მონაწილეობით)ამის აუცილებლობა მას მერე გაჩნდა,რაც ციხე აივსო “ოცენების” მაღალჩინოსნებით.
შესაბამისად,ყველაზე მძიმე სიტუაცუაში თქვენი ერთგული ადამიანები აღმოჩდნენ,რადგან არ ვიცით რა ხდება სინამდვილეში და ვის ვენდოთ.
გასაგებია,რომ ბრიტანული დაზვერვა ხელს არ გვიშვებს და ოპოზიციაზე არნახული ფული იხარჯება,შესაბამისად გადაბირების მცდელობა სამთავრობო მაღალჩინოსნებთან მიმართებაში როგორც არასდროს მაღალია.
ვფიქრობ ექსპერტთა სათათბირო,როგორც ერთ დროს, ექსპერთა კლუბი თქვენი ხელმძღვანელობით, ძალიან დიდი შეღავათი იქნება დეზორიენტირებული თანამოქალაქეებისთვის.
დიდი პატივისცემით და მადლიერებით,
თქვენი და ქალბატონი ეკას მიმართ.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,პილიტოლოგი და მწერალი” – წერს ლალი მოროშკინა ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილ ღია წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
  • “გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია” – ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო პროცესზე
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge