Tuesday, April 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

გია ვოლსკი შეწყალებაზე საუბრობს

January 19, 2026
გია ვოლსკი შეწყალებაზე საუბრობს

“დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ასე პასუხობს გია ვოლსკი სინდისის პატიმრების შესაძლო შეწყალებაზე დასმულ კითხვას.

“ოცნების“ დეპუტატის თქმით, აქციაზე დაკავებული ადამიანების მხრიდან სინანულზე, რასაც შეწყალება უნდა მოჰყვებოდეს, საუბარი არ არის.

ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ყაველაშვილმა ყველას პოზიცია კარგად იცის და გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მიიღებს.

„ამ პროცესების დროს ექსტრემისტული გამოვლინებების პროცესში დაკავებული ადამიანების შეწყალებაზე ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთეს რადიკალური ოპოზიციის ე.წ პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომ არავითარი შეწყალება არ არის მისაღები, რადგან ადამიანები, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან, დანაშაულში მხილებული არიან იმ ხელისუფლების მიერ, რომელსაც ისინი არ აღიარებენ. სინანულზე, რასაც შეწყალება უნდა მოჰყვებოდეს, არ არის საუბარი. განცხადება იყო, რომ არანაირ შეწყალებას არ მიიღებს არავინ მაშინ, როდესაც ბრძოლის პროცესი გრძელდება. ეს პასუხია ყველაფერზე, რაც ჟურნალისტებს და საზოგადოებას დღეს აინტერესებს. გარდა იმისა, რომ სინანულის განცდა არ აქვთ ადამიანებს, არსებობს კიდევ ერთი სერიოზული ფანდი პოლიტიკური ჯგუფების და რევოლუციური კომიტეტების მხრიდან, რომელიც ეხება პროპაგანდას, ისე წარმოაჩინოს გარემოება, რომ ადამიანებს იმის გარდა რომ ევროპული კურსის გაგრძელებას ითხოვენ, ამ ადამიანებს არაფერი დაუშავებიათ. ეს ერთი მხრივ, ღია კარის მტვრევას ნიშნავს და მეორე მხრივ, არის წმინდა წყლის სპეკულაცია და თავის მართლება სასჯელის მოხდის პროცესში მყოფი ადამიანებისაგან. თავს იმართლებენ – ეუბნებიან, რომ თქვენი ბრძოლა მართალია, ევროპისთვის იბრძვით და ციხეში უნდა იჯდეთო. ანუ, ამ ადამიანების მიერ დანაშაულის ჩადენას, კანონთან დაპირისპირებას და მათ განსასჯელის სკამზე მოხვედრად ორგანიზებას უკეთებენ, შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში გადასვლას და ახლა თავად აქეთ გიყენებენ პრეტენზიებს გაუგებარი მიზეზებით.

პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები. მან იცის პოზიცია ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
  • ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge