“შარშან ჩემი შვილის გატაცებას რომ აპირებდა სუს-ის თანამშრომელი და 11 წლის გოგოს რომ ურეკავდნენ მთელი სამი თვის განმავლობაში… ვფიქრობდი, რომ ლილუაშვილის სუსი აკეთებდა ამას, მაგრამ ახლაც რეკავენ” – ამის შესახებ TV პირველთან სატელეფონო საუბარში პროევროპულ აქციებზე დაკავებული ვეფხია კასრაძე აცხადებს.
“შარშან ჩემი შვილის გატაცებას რომ აპირებდა სუს-ის თანამშრომელი და 11 წლის გოგოს რომ ურეკავდნენ მთელი სამი თვის განმავლობაში, რომ არ ვამხილე ის სუს-ის თანამშრომელი, ხომ? ეგ ვაღიარო, არა? ესენი არიან გარეწრები, უბრალოდ და ცოტა რცხვენოდეთ, რა! ვფიქრობდი, რომ ლილუაშვილის სუსი აკეთებდა ამას, მაგრამ ახლაც რეკავენ. დარეკავენ ღამის ორ საათზე, რაღაცებს საუბრობენ, მერე უთიშავენ, მაგრამ მაშინ დაბლა იტყუებდნენ. ერთხელ მე თვითონ შევესწარი, “რომელი ხარ-მეთქი”. მე მიმალავდნენ ჯერ, რომ არ გავგიჟებულიყავი და არ გადავრეულიყავი საერთოდ და მერე უკვე მითხრა ბავშვმა. ესენი არიან ტერორისტული ორგანიზაცია, ტერორისტული ჯგუფია… “- აცხადებს ის.
