ირანის უსაფრთხოების ძალებმა ანტისამთავრობო აქციაზე ორსული ქალი, შოლეჰ სოტუდეჰი მოკლეს – ამის შესახებ ინფორმაციას ირანში მომუშავე ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია Hengaw ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა 2026 წლის 10 იანვრის საღამოს მოხდა. ახალგაზრდა ქალს სამთავრობო ძალებმა ჩაფში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქუჩაში ესროლეს.
ინფორმირებული წყაროების ცნობით, ის ასევე ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა იყო.
მათივე ცნობით, საპროტესტო აქციების დროს დაღუპული ქალების საერთო რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.
