როდის დაიწყო ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ – ეკა ბესელია “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ ეს მაშინ დაიწყო, როცა “ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ მეორედ დაბრუნებული ღარიბაშვილი თანამდებობიდან გაუშვა. ამის შემდეგ კი, როგორც ბესელია განმარტავს, კობახიძემ “კარგად იმუშვა” – დაარწმუნა ივანიშვილი, რომ ღარიბაშვილი მისი ერთგული არ იყო.
“მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელი ასევე იზიარებს ირაკლი შაიშმელაშვილის ვერსიასაც, რომლის მიხედვითაც, კახეთში, სუფრაზე მთვრალმა ღარიბაშვილი ივანიშვილი უპატივცემულოდ მოიხსენია, რაც ივანიშვილამდე მივიდა – ამბობს, რომ ამ ინფორმაციის შესახებ მანაც იცის.
ეს ერთ-ერთი ამბავია, რომელზეც შიდა წრეში საუბრობენ, მაგრამ მაგას სხვა რაღაცებიც დაემატა – აცხადებს ბესელია.
“ეს არის პერსონალური შურისძიება ლილუაშვილი და ღარიბაშვილის მიმართ ივანიშვილის მხრიდან.
მეც მაქვს ეგ ინფორმაცია, რაც ირაკლი შაიშმელაშვილმა თქვა და ვიზიარებ. ეს ერთ-ერთი ამბავია, რომელზეც შიდა წრეში საუბრობენ, მაგრამ მაგას სხვა რაღაცებიც დაემატა, ან იმ სხვა რაღაცებს დაემატა ეგ სუფრის ამბავი.
ეს უკმაყოფილილება ცოტა უფრო ადრე დაიწყო, როცა მეორედ დაბრუნებული ღარიბაშვილი გაუშვა ივანიშვილმა და მერე დამძიმდა, რაც კობახიძემ და მისმა გუნდმა კარგად გამოიყენა.
რომ არ არის ღარიბაშვილი კეთილგანწყობილი ივანიშვილის მიმართ, რომ მის საწინააღნდეგოდ რაღაც ნაბიჯებს დგამდა თითქოს, მისი ვიზიტები ქვეყნის გარეთ, ცდილობდა დამოუკიდებელ მანევრებს და ა.შ. ანუ ივანიშვილი დაარწმუნებს, რომ ღარიბაშვილი არის რისკფაქტორი და არ არის მისი ერთგული. ეს კარგად შეასრულა კობახიძემ. მისი ინსტრუმენტები კარგად მუშაობს ძალოვან უწყებებში, რომ ასეთი ნეგატიური განწყობები გაეღვივებინა.
[…]
თვითონ არ არის კობახიძე კორუფციაში ჩაფლული. კორუფცია არ არის მხოლოდ ფულის გადაცემა-გადმოცემა. გაველენებით ვაჭრობა შავი სალაროები, ბიზნესის კომისია რომ შექმნეს ფასებზე, ეს ხომ არის რეალურად შეფარული სქემა, როგორ არეკეტო დღეს ბიზნესი.
თუ ეს სჭირდება, რომ კორუფციისგან გაათავისუფლოს მის ირგვლივს ყველასთან უნდა მივიდეს, ყველა ტენდერის უკან დაინახავს კორუფციულ სქემებს. მაგრამ არ სჭრიდება ეს დღეს. ყველაზე უდეევს ასეთი ისტორიები, ყველაზე აქვს შეკერილი საქმეები და როცა დასჭირდება, მაშინ გახდება სისხლის სამართლით სახელდებული”, – განაცხადა ბესელიამ.
