Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ

February 25, 2022
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი უკრაინაში მიმდინარე საომარ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.

“ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – წერია მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. მანამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

აგრესორის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის აღება.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, 24 თებერვალს 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. გამოცხადებულია კომენდანტის საათი.

უკრაინაზე თავდასხმის გამო ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის საბანკო, ენერგეტიკის და ავიაციის სფეროებს ახალი სანქციები დაუწესეს.

https://mix.metronome.ge/26182-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რატომ გამოცხადდა “ბათუმი მოლში“ ევაკუაცია?
  • საფრთხისშემცველია თუ არა შავ ზღვაში გაჟონილი მაზუთი კურორტული სანაპიროებისთვის? – ექსპერტის შეფასება
  • “ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა – რა ხდება ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge