Saturday, January 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს – SJC

January 17, 2026
აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს – SJC

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC) ავრცელებს.

SJC-ის ცნობით, გუშინ, 16 იანვარს, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს მოსამართლე ნინო ენუქიძის, დადგენილება ჩაბარდა, რომლის თანახმადაც სასამართლომ მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ე.წ. ტროტუარის საქმის წარმოება შეწყვიტა მის ქმედებაში შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო და საქმე შემდგომი რეაგირებისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადასცა.
გუშინ, 16 იანვარს, აფგან სადიგოვს ჩაბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ნინო ენუქიძის, დადგენილება, რომლის თანახმადაც სასამართლომ მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა მის ქმედებაში შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო და საქმე შემდგომი რეაგირებისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადასცა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აფგან სადიგოვი შსს-მ 2025 წლის 22 ოქტომბერს დააკავა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის საფუძვლით და სასამართლომ მას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, სასამართლო, უკვე 19-21 ოქტომბრის ეპიზოდზე, იმავე საფუძვლით მას 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ამჯერად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აფგან სადიგოვს 2025 წლის 17-18 დეკემბერს ასკ-ის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება, რაც ტრანსპორტის ან/და ხალხის(ქვეითთა) გადაადგილების შეფერხებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან აფგან სადიგოვი, აქამდე იმავე საფუძვლით უკვე იყო სახდელდადებული, მისი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ქართულმა ოცნებამ“ 16 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა და სსკ-ის 347-ე მუხლით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახდა შსს-ის მიერ დაშლილ აქციაში მონაწილეობა, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, ნიღბით სახის დაფარვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ცრემლსადენი საშუალების ტარება იმავე ქმედებებისთვის სახდელდადებული პირის მიერ.

მოგვიანებით, 12 დეკემბერს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებებით, “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-10, მე-111, მე-112 და მე-13 მუხლების რედაქცია შეიცვალა იმგვარად, რომ ახლა უკვე აიკრძალა ხალხის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნაც და განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ჩადენა, კვლავ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დარჩა.

ამ საფუძვლით, ბოლო კვირებში, სასამართლომ რამდენიმე აქტივისტის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და საქმე რეაგირებისთვის შსს-ს გადაუგზავნა.

ამ ეტაპისთვის უცნობია, როდის დაიწყებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას და წაუყენებს თუ არა ბრალს მათ მშვიდობიანი პროტესტის აქტივისტებს. თუმცა გზის გადაკეტვის საფუძვლით უკვე რამდენიმე თვეა წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული ერთ-ერთ აქტივისტს, რომელსაც, პროკურატურა, სწორედ სსკ-ის 347-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება.

საქართველოს საკონსტიტუციო და ევროპულ სასამართლოებს ცალსახა პოზიცია აქვთ, რომ მოძრაობის შეფერხების გამო ამგვარი შეზღუდვები შეკრების თავისუფლების არსს ეწინააღმდეგება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თუ შეკრება სხვათა გადაადგილების შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია, მაშინ უპირატესობა მას უნდა მიენიჭოს. სასამართლო ასაბუთებს ამ სტანდარტის ლოგიკასაც. კერძოდ, თუ შეკრების კონკრეტულ დროსა და ადგილის ჩატარების შეუძლებლობამ მას სრულად შეიძლება დააკარგვინოს მნიშვნელობა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დროებითია, და მათ შორის, გადაუდებელი სერვისების შემთხვევაშიც კი, მათი მიწოდება ალტერნატიული სავალი გზის საშუალებითაც არის შესაძლებელი. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში აქცევს შეკრების მონაწილეების მცდელობას “მიიპყრონ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადღება”, რისთვისაც ირჩევენ ხალხმრავალ ადგილებს, ქალაქის მთავარ ქუჩებსა თუ მოედნებს, კონკრეტული ორგანოებისა თუ დაწესებულებების ახლომდებარე ტერიტორიებს.

ევროპული სასამართლო იმეორებს და ავსებს ამ სტანდარტებს, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებში, და ადგენს სამართალდამცავი უწყებების თმენის ვალდებულებას. მეტიც, ასეთი თმენის ვალდებულება არსებობს თვითმიზნური შეფერხების შემთხვევაშიც. მაგალითად, ევროპული სასამართლო სამართალდამცავი ორგანოების თმენის ვალდებულების ფარგლებში აქცევს რამდენიმე საათით ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გზის ბლოკირებას, ორი დღის განმავლობაში სამი მაგისტრალის ერთდროულ გადაკეტვას, და შეკრებაში შემდგომ ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან ასეთი თმენის ვალდებულების შესრულების გათვალისწინებით უშვებს. რაც მთავარია, ზომები, როგორიცაა დაკავების ან/და პატიმრობის ზომები, მათი მსუსხავი ეფექტიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს გამოყენებული არაძალადობრივი ქმედების პასუხად, როგორიცაა გზის გადაკეტვით მოძრაობის შეფერხება იმ შემთხვევაშიც თუ ის შეკრების წესებს არღვევს, ასეთი ზომების გამოყენებისას კი აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის უფრო სერიოზული რისკების დასაბუთება. ევროპული სასამართლოს სიტყვებით, “სისხლის სამართლებრივი ღონისძიებების [რაც ევროპული კონვენციის მიზნებისთვის მოიცავს ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის, ჯარიმებსაც] პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენება ყოველთვის განსაკუთრებულ დასაბუთებას საჭიროებს და მშვიდობიანი პროტესტი, პრინციპის დონეზე, არ უნდა იწვევდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების რისკებს”.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სასამართლოები შეფერხების “ხელოვნურობის” დასადგენად რაიმე განჭვრეტად სტანდარტს არ ეყრდნობიან და არც კი მსჯელობენ, თუ შეკრების მონაწილეების რა რაოდენობაა საკმარისი სატრანსპორტო მოძრაობის კანონიერი შეფერხებისთვის. შეკრების მონაწილეების დასჯის ამგვარი პრაქტიკა არღვევს კანონის გარეშე დასჯის აკრძალვის საბაზისო და აბსოლუტურ პრინციპსაც, რომელიც ევროპული სასამართლოს თანახმად, მოიცავს ინდივიდუალური ბრალის (mens rea) გარეშე დასჯის აკრძალვასაც. ამასთან, მსგავსი ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დამდგენ კანონმდებლობაში ცვლილებების სიხშირიდან და ვიწრო მიზნებიდან გამომდინარე, დარღვეულია სამართლის უზენაესობის სხვა – კანონის სტაბილურობისა და ზოგადი ბუნების შესახებ – პრინციპებიც.

რამდენიმე ტალღად დამძიმებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრად გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ და ეუთო-ოდირმა, რომლებმაც ისინი “შეკრების მშვიდობიან მონაწილეებზე” სისტემური რეპრესიების ჭრილში განიხილა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ისევე როგორც სამართლის უზენაესობის პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. ეუთო-ოდირის ბოლო დასკვნაში ბუნდოვნად ფორმულირებული სამართალდარღვევებისთვის დამძიმებული სანქციები ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის [strict liability] ფორმად და პრევენციულ შეზღუდვად [prior restraint], უალტერნატივო/ავტომატური თავისუფლების აღკვეთის ზომები კი, განსაკუთრებით სახის ამოცნობის ტექნოლოგიებთან კომბინაციაში რუტინული გამოყენების გამო, სერიოზულ “მსუსხავ ეფექტის” მატარებლად იქნა შეფასებული. მეტიც, ეუთო-ოდირმა პირდაპირ მიუთითა სახელმწიფოს მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების არაავთენტურობაზე და რეალური მიზნებისა და აღსრულების პრაქტიკების უფლებრივ სტანდარტებთან შეუსაბამისობაზეც.

ეუთო-ოდირის შეფასებით, სისხლის სამართლის სანქციების დაწესება იმ ქცევის საპასუხოდ, რომელიც შეიძლება იყოს ლეგიტიმური და კანონიერი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გამოიწვევს თვითნებურ თავისუფლების აღკვეთას.

მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ “ქართული ოცნება” ყველა საშუალებით ებრძვის მშვიდობიან პროტესტს და შეკრების მონაწილეების მიმართ ფაქტობრივად სრულად საპატიმრო სანქციებზე ორიენტირებულ დასჯის მეთოდებს ირჩევს. განსაკუთრებულად პრობლემურია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინსტრუმენტალიზების შემდეგ სულ უფრო და უფრო აქტიურად იყენებს სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ.

ჯერ-ჯერობით აფგან სადიგოვისთვის გამოძიების დაწყების შესახებ ოფიციალურად არ უცნობებიათ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით,” – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრლუწლოვნის ოჯახი გვარაკიძის გადადგომას ითხოვს
  • გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დემეტრე ჩიქოვანის დედამ, სოფო ძნელაძემ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge