საქართველო ევროპელ ტურისტებს კარგავს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში საქართველოს 7.8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით არის გაზრდილი, საიდანაც 5.5 მილიონი ვიზიტი უშუალოდ ტურისტულ ვიზიტს წარმოადგენდა, რაც წლიურად 8.4%-ით არის გაზრდილი.
2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან ჩამოვიდა, მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11%-ით არის გაზრდილი – 1.57 მილიონი ვიზიტი (ზრდა 11%); მეორე ადგილზეა თურქეთი 1.24 მილიონი ვიზიტით (კლება 6.6%), სომხეთიდან კი საქართველოში გასულ წელს 948 ათასი ვიზიტორი შემოვიდა (უცვლელია). რეიტინგში ასევე შედიან ისრაელი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს, ევროკავშირიდან ნახევარი მილიონი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა საქართველოს ტურიზმის TOP-10-ში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ მოხვდა. შედარებისთვის, პანდემიამდელ პერიოდში 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნები ტოპ ათეულშიც შედიოდნენ.
EU-დან ყველაზე მეტი 84 ათასი ვიზიტორი გერმანიიდან შემოვიდა ამ მაჩვენებლით გერმანია მთლიან რეიტინგში მეცამეტე ადგილს იკავებს.
