Saturday, January 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სოჭის ყოფილ მერს 1.7 მილიარდამდე რუბლის ღირებულების ქონება ჩამოართვეს

January 17, 2026
სოჭის ყოფილ მერს 1.7 მილიარდამდე რუბლის  ღირებულების ქონება ჩამოართვეს

სოჭის ყოფილ მერს 1.7 მილიარდამდე რუბლის [დაახ. 56 882 000 ლარი] ღირებულების ქონება ჩამოართვეს – ამის შესახებ რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის საიტი, Kavkaz.Realities იტყობინება. გამოცემა განმარტავს, რომ სახელმწიფომ ჩამოართვა სოჭის ყოფილი მერის, ალექსეი კოპაიგოროდსკი , რომელიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს, მისი მეუღლის და კიდევ 10 ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირის ქონება, სულ 1,673 მილიარდი რუბლის ოდენობით. კრასნოდარის მხარის სასამართლოების პრესსამსახურის ცნობით, სოჭის რაიონულმა სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება გენერალური პროკურატურის მიერ შეტანილ სარჩელზე დაყრდნობით გამოიტანა.
კერძოდ, ჩამოერთვათ 50-ზე მეტი ქონება: 15 მიწის ნაკვეთი, 10 სატრანსპორტო საშუალება, 84,630,374 რუბლის ოდენობის ნაღდი ფული და 40,000 აშშ დოლარი, საათების, სამკაულების და ძვირადღირებული ნივთების კოლექცია, რომლის ღირებულება 108,000,000 რუბლზე მეტია. ბრალდებულებს ასევე დაეკისრათ 215 237 998 რუბლის გადახდა – იმ ქონების ღირებულება, რომელიც სარჩელის შეტანის დროისთვის უკვე ჩამორთმეული იყო.
პროკურატურამ ჩამორთმეული ქონების სიაში შეიტანა სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟის მახლობლად მდებარე მდიდრული საცხოვრებლები, მოსკოვის პრესტიჟულ უბნებში მდებარე ორი ბინა და სოჭის ცენტრში მდებარე ცხრა ბინა. ჩხრეკის დროს მათ არა მხოლოდ საათებისა და სამკაულების კოლექციები, არამედ ღვინის კოლექციაც აღმოუჩინეს, ასევე დამასკოს ფოლადის შაშხანა, რომელიც კულტურული ღირებულების მატარებელია და XIX საუკუნის დასაწყისშია დამზადებული.
ალექსეი კოპაიგოროდსკოი სოჭის მერი 2019 წელს გახდა. 2024 წლის მაისში მან თანამდებობა დატოვა „ახალ თანამდებობაზე დანიშვნის გამო“ და მოგვიანებით უკრაინის წინააღმდეგ ომში წავიდა. იმავე წლის სექტემბრის ბოლოს იგი რუსების მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში დააკავეს, მოსკოვში გადაიყვანეს და დააპატიმრეს. ყოფილ ჩინოვნიკს თავდაპირველად მიწის ორი ნაკვეთის მითვისებისთვის წაუყენეს ბრალი.
იანინა კოპაიგოროდსკაია 2024 წლის ნოემბერში დააკავეს და ოთხი თვის შემდეგ შინაპატიმრობიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ის შუამავლის როლს ასრულებდა ქმრის მიერ სოჭელი ბიზნესმენისგან 43 მილიონ რუბლზე მეტი თანხის ქრთამის აღებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსეთი აზოვის ზღვაში საერთაშორისო კრუიზების აღდგენას განიხილავს კერძოდ მარიუპოლი-ბათუმის მარშრუტს
  • ირანში უსაფრთხოების ძალებმა 17 წლის სტუდენტი მოკლეს – Hengaw
  • “დაბადების დღეს ვულოცავთ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას მაია ჩიბურდანიძეს! – ჭადრაკის ფედერაცია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge