უწყვეტი პროტესტის 414-ე დღე – რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან.
მათი მოთხოვნები უცვლელია: გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ დაიღლებიან და იდგებიან იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
414-ე დღეა, მყარად ვდგავართ, ვიდრე არ გავისტუმრებთ ამ კორუმპირებულ მთავრობას. დამხობა ივანიშვილის კორუფციულ რეჟიმს, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
