გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ივანიშვილის პირად შურისძიებას უწოდებს და იმ ისტორიას იხსენებს, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ღარიბაშვილს შეემთხვა.
შაიშმელაშვილი დეტალურდ ჰყვება, მაშინ როცა ღარიბაშვილი პრემიერობიდან მოხსნეს, განაწყენებულმა და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა სუფრაზე პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რაც ჩაუწერეს და ივანიშვილს მიუტანეს.
შაიშმელაშვილის თქმით, სწორედ ეს არ აპატია მას ბიძინა იავნიშვილმა.
“2024 წლის თებერვალში, როცა მოხსნეს ღარიბაშვილი, განაწყენებული ღარიბაშვილი აღმოჩნდა კახეთში, მოხმქეი გუბერნატორის, ალადაშვილის სუფრაზე სადაც მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ალკოჰოლური ზემოდქმედების ქვეშ, პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და ამაზე ააწყო კობახიძემ. კობახიძე, მდინარაძესთან ერთად, აქტიურად მოქმედებდა, რათა მართვის სადავეები აეღოთ ხელში. ეს ჩანაწერი მიუტანეს ივანიშვილს. ღარიბაშვილს ივანიშვილმა ეს არ აპატია, – განაცხადა შაიშმელაშვილმა.
შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს. ღარიბაშვილს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.”ყოფილმა პრემიერმა სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რის შედეგადაც, მას 5-წლიანი პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა მიესაჯა.
