აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე პოსტით ეხმაურება ირანის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 26 წლის აქტივისტ ერფან სოლტანს სიკვდილით აღარ დასჯიან.
“Fox News: “პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაფრთხილების შემდეგ, ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან. ასევე, სხვებსაც”. ეს კარგი ამბავია. იმედია, ასე გაგრძელდება”, – წერს დონალდ ტრამპი.
ირანის სასამართლოს ცნობით, ერფან სოლტანს ბრალად ედება “ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულება და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტული საქმიანობა”. ისინი განმარტავენ, რომ აღნიშნული ბრალდებები, თუნდაც სასამართლომ დაადასტუროს, სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.
როგორც ცნობილი იყო, ერფან სოლტანი 14 იანვარს სიკვდილით უნდა დაესაჯათ.
