ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა ბავშვთა ძილი.
რატომაა მნიშვნელოვანი ძილის რუტინა არდადეგებისა და დღესასწაულების დროს არ აირიოს და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს ძილი აკლია,- ამ და სხვა დეტალებზე პასუხები ნახეთ ვიდეოში:
„წინასასკოლო ასაკის ბავშვს საღამოს 9 საათზე უნდა ეძინოს. ამაზე მშობლებს სულ ვთხოვ, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, ძილის დრო დავიცვათ. ის თუ გადავიტანეთ მისთვის შეუფერებელ დროს, სასკოლო ასაკში ძალიან გაგვიჭირდება, ასე უცებ ყველაფერი შევცვალოთ. ჯობს, რომ ბავშვს წინასასკოლო ასაკიდან მოწესრიგებული ძილის რეჟიმი ჰქონდეს. რაც ყველაზე მთავარია, ძილისთვის მომზადება მნიშვნელოვანია. ეს რუტინული, ყოველ დღე ერთნაირი უნდა იყოს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, სტუმარი გვყავს, დღესასწაულია თუ სხვა რამ ხდება, ბავშვის ძილის რუტინაზე ეს ნაკლებად აისახოს. ნაწილი ფიქრობს, რომ ძილის წინ აქტიური თამაში ჯობს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ პასიური. ამერიკისა და ევროპის აკადემია, კვლევებზე დაყრდნობით გვეუბნება, რომ უმჯობესია, ძილის წინ ბავშვს არააქტიური რეჟიმი ჰქონდეს.
რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით ჰაერზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჯობს, დღის განმავლობაში გადანაწილდეს და არა უშუალოდ ძილის წინ. ძილის წინ 1 საათი ნამდვილად სახლში და არააქტიური უნდა იყოს. მანამდე გასეირნება შეიძლება. გააჩნია, როგორი ამინდია, დღის პერიოდში ეს შეიძლება, რამდენჯერმეც გავაკეთოთ. ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, რომ ბავშვმა სრულფასოვნად დაიძინოს.
