Thursday, January 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ნასამართლევია, ფსიქიატრიულში იხდიდა სასჯელს, რაც გამოვიდა ქალს სულ ემუქრებოდა” – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

January 15, 2026
“კასპში, ყოფილი მეუღლის დაჭრისა და დაწვის მცდელობისთვის დაკავებული მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “ტვ პირველის” ინფორმაციით მეზობელი მამაკაცი ქალს და სხვა მეზობლებს ერთი კვირის განმავლობაში ემუქრებოდა.

დაკავებული წარსულში ნასამართლევია, ის ასევე იძულებით იყო ხონის ფსიქიატრიულში გადაყვანილი და მიურნალობდა. თუმცა დაბრუნების შემდეგ მისგან ხშირი იყო მეზობლების მიმართ მუქარა და შეურაცხყოფა.

მეზობლები ხშირად რეკავდნენ 112-ში, რის შემდეგადაც კაცი ფსიქიატრიულში გადაჰყავდათ, თუმცა რამდენიმე დღეში ის მაინც უკან ბრუნდებოდა.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის. ემუქრებოდა ამ გოგოს მუდმივად, ეუბნებოდა მინდიხარო. ატყდა მთელი ეზო, ცოდოაო და აპატიეს და არ უჩივლეს. ახლა აპატიონ. იწვა და იჯდა კიდეც ციხეში, მკვლელობა არა მაგრამ დაჭრაზე. 2 დღე და უშვებდენ ფსიქიატრიულიდან, არ ხართ ჩვენი პაციენტიო”, – ამბობს ადგილობრივი.

“საშიში იყო კი, ერთი პირი კი ნორმალურად იყო, მაგრამ, ძაან საშიში და არეული თვალებით იყურებოდა, თავში ეტყობა ესმის ხმები ის პერიოდი, ეტყობა წამლებს რომ არ სვამს. იმ დღეს ეს გოგო შეხვდა, ალბათ სხვა რომ შეხვედროდა, სხვას მოკლავდა. მეზობლებზე აგრესიული იყო ძალიან, ადრეც გამოძახებდნენ, დააწვენდნენ და მერე გამოდიდა. დედამისმა თქვა, ჩემი შვილია ამირანიო, დანა დაარტყა და დამღუპაო. ვაგზლის ტერიტორიაზე გაქცეულა”- აცხადებს მეზობელი.

“ეს საწყალი გოგო შემთხვევით შეხვედრია.  საერთოდ არც კი იცნობდნენ ერთმანეთს მეზობლები იყვნენ უბრალოდ. დედა მესანთლე ჰყავს მგონი აქ რუსული ეკლესიის მსახურია. ეს გოგო ხშირად დადიოდა ეკლესიაში. ეს ბიჭი ბავშვობიდან პრობლემური იყო. სახლის წინ იდგა სულ ხან სიგარეტს გვთხოვდა ხან რას ხან რას. გამარჯობას ამბობდა ამის იქით არ ვურთიერთობდი. მძიმე მდგომარეობა ჰქონდა ძალიან”- ეუბნება “ტვ პირველს” ადგილობრივი.

34 წლის კაცი, რომელმაც ქალის მკვლელობის შემდეგ მიმალვა სცადა, პოლიციამ თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ის ახლა ბრალის წარდგენას ელოდება.

მკვლელობა თბილისში,  ტოვსტონოგოვის ქუჩაზე გუშინ მოხდა. ­გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე მუხ­ლით მიმდინარეობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მარჯანიშვილზე ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ამირან დარჯანიამ ფსიქიატრიული დაწესებულება 3 დღით ადრე დატოვა და ის მეზობლებს ემუქრებოდა
  • ცნობილია ჩხოროწყუში ავარიის შედეგად გარდაცვლილი ბიჭის ვინაობა
  • “როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით ემუქრებოდით, ვერც ევა შაშიაშვილისგან” – პაატა ბურჭულაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge