უცხიმო საკვები აჩქარებს დაბერების პროცესს.
უცხიმო რძის პროდუქტები არ დაგეხმარებათ წონის დაკლებაში და შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, განსაკუთრებით ქალებში.
ძალიან ხშირად, ადამიანები, რომლებიც უცხიმო დიეტას მისდევენ, უარს ამბობენ სრულცხიმიან რძის პროდუქტებზე, ვერ აცნობიერებენ, რომ ჭარბად იღებენ ცხიმს სხვა საკვების ხარჯზე. წონის დაკლებისთვის გამოყენებული ძალიან დაბალცხიმიანი დიეტა საკმაოდ მავნებელია, განსაკუთრებით რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, რადგან ცხიმები საჭიროა სასქესო ჰორმონების წარმოსაქმნელად.
ცხიმის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს თმისა და კანის ხარისხის გაუარესება, ასევე დაბერების დაჩქარება. გარდა ამისა, სრულცხიმიანი საკვებზე უარის თქმა შეამცირებს კალციუმის შეწოვას და გაზრდის ოსტეოპოროზის რისკს, განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ.
