ირანში განვითარებული მოვლენების ფონზე, გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი იზრდება – ინფორმაციას გამოცემა Trading Economics ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბოლო ვაჭრობის შედეგად, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება 1.31%-ით გაიზარდა და 61.95 დოლარს გაუტოლდა. ასევე, იზრდება Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასიც, რომლის ღირებულება 1.42%-ით გაიზარდა და 66.40 დოლარი შეადგინა.
Trading Economics-ის ინფორმაციით, ნედლი ნავთობის ღირებულება 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რასაც ირანში განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუწყო. ასევე, ფასების ზრდას კიდევ უფრო ახალისებს აშშ-ს მხრიდან ირანში შესაძლო ჩარევის საფრთხეც. Trading Economics წერს, რომ არასტაბილურობამ გააჩინა იმის შიში, რომ ირანის დაახლოებით 3.3 მილიონი ბარელი დღეში ნედლი ნავთობის წარმოება შეიძლება შეფერხდეს, რაც გლობალურ მიწოდებას შეამცირებს.
