Wednesday, January 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პაპუაშვილის წინააღმდეგ მარიამ მეყანწიშვილის სარჩელი წარმოებაში არ მიიღეს”- ადვოკატი

January 14, 2026
“პაპუაშვილის წინააღმდეგ მარიამ მეყანწიშვილის სარჩელი წარმოებაში არ მიიღეს”- ადვოკატი
ადვოკატის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ უარი თქვა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატმა სასამართლოში სარჩელი 31 დეკემბერს შეიტანა. სარჩელში შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ “პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების” მოთხოვნა იყო.

ადვოკატის თქმით, სასამართლომ განმარტა, რომ “საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრს აქვს ინდემნიტეტი და იგი არ ექვემდებარება სამართლებრივ პასუხისმგებლობას უფლებამოსილების განხორციელებისას, მათ შორის პარლამენტში ან მის ფარგლებს გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის”.

ადვოკატის განცხადება სრულად:

“თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად ესებუამ უარი თქვა მარიამ მეყანიშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

ზოგადად, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება არაა იშვიათი შემთხვევა პრაქტიკაში, თუმცა როდესაც მოსამართლე ფაქტობრივად გამოდის მოპასუხის დამცველად, ეს უკვე უკიდურესად იშვიათია.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრს აქვს ინდემნიტეტი და იგი არ ექვემდებარება სამართლებრივ პასუხისმგებლობას უფლებამოსილების განხორციელებისას, მათ შორის პარლამენტში ან მის ფარგლებს გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის. პარლამენტის წევრის მოვალეობის შესრულება მოიცავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობასა და პოლიტიკურ საკითხებზე საჯარო განცხადებებს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია. კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი უზრუნველყოფენ დეპუტატის უფლებამოსილების შეუფერხებელ განხორციელებას და მისი დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გარანტიას, ხოლო საპარლამენტო იმუნიტეტი და ინდემნიტეტი ემსახურება დემოკრატიული მმართველობისა და ამომრჩევლის ნების დაცვას. ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლის გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს და მისი სანქცირება პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმისთვის გაუმართლებელია. სასამართლოს შეფასებით, სადავო განცხადება გაკეთებული იყო საპარლამენტო მანდატის განხორციელების ფარგლებში და, შესაბამისად, დაცულია კონსტიტუციური იმუნიტეტით.

რა ირონიაა, არა?! როდესაც საქმე მაღალჩინოსნების დაცვას ეხება, სასამართლოებს მაშინვე ახსენდებათ საქართველოს კონსტიტუცია. ხოლო როდესაც მოქალაქეების წინააღმდეგ “ტროტუარის გადაკეტვას” ედავებიან და წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვას ვითხოვთ, ამას „მოსამართლის საქმიანობაში ჩარევად“ აფასებენ.

ამ შემთხვევაში მოსამართლე ფაქტობრივად გამოვიდა მოპასუხე შალვა პაპუაშვილის უფლებადამცველად და მთელი ძალღონე დახარჯა, დაჯდა, დაწერა და მთელი გულით, 11 გვერდზე დაასაბუთა, თურმე რატომ ჰქონია შალვა პაპუაშვილს უფლება დაერღვია ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმცია, დაედანაშაულებინა იგი დანაშაულის ჩადენაში და გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები, ხოლო სასამართლოს კი დაეცვა ეს ქმედებები იმ არგუმენტით, რომ ეს მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის ნაწილი ყოფილა.

ამასთან, სასამართლომ საკუთარ თავს მისცა უფლება, კონკრეტული გარემოებები უდავო ფაქტობრივ გარემოებებად ჩაეთვალა ისე, რომ მხარეების პოზიციები ჯერ არც კი აქვს მოსმენილი.

შესაბამისად, სასამართლომ რეალურად შეასრულა მოპასუხის ფუნქცია, მოპასუხის ნაცვლად ჩამოაყალიბა არგუმენტაცია, ისე რომ არც კი იკადრა საქმის წარმოებაში მიღება და არც დაელოდა, თუ რას იტყოდა თავად მოპასუხე.

აქედან გამომდინარე, მოსამართლის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სრულად უსაფუძვლო და უკანონოა”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უკრაინის ენერგეტიკაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაწესდება”- ზელენსკი
  • სერგეი ლავროვი განცხადებას ავრცელებს
  • ნახეთ, 15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge