საქართველოს ევროვიზია 2026-ზე საბავშვო ევროვიზია 2008-ის გამარჯვებული ჯგუფი “ბზიკები“ წარადგენს – მუსიკალურ ჯგუფ “ბზიკების“ წევრები არიან გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი.
დაახლოებით 18-წლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ „ბზიკები“ სცენაზე ბრუნდებიან უკვე ახალი მუსიკალური ხედვითა და შემოქმედებითი სტილით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, ჯგუფი საქართველოს ევროვიზია 2026-ზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში წარადგენს.
