Wednesday, January 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საავადმყოფოში ყველა საწოლი დაკავებულია, ხალხი ტერორმა შეიპყრო” – ირანიდან გაქცეული ექიმი

January 14, 2026
“საავადმყოფოში ყველა საწოლი დაკავებულია, ხალხი ტერორმა შეიპყრო” – ირანიდან გაქცეული ექიმი

CNN-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუ ირანელ ექიმთან, რომელმაც ირანის რეჟიმის მიერ დემონსტრანტების სასტიკი დარბევის შემდეგ, გაიხსენა თუ რა სიტუაცია იყო ტყვიებით დაჭრილი პაციენტებით სავსე საავადმყოფოებსა და სისხლით სავსე ქუჩებში.

ექიმის თქმით, 8 იანვარს ღამით, როდესაც რეჟიმმა ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა, მდგომარეობა საავადმყოფოში უკონტროლო გახდა. ამის შესახებ მან საინფორმაციო გამოცემა IranWire-თან ინტერვიუში განაცხადა, მას შემდეგ რაც ქვეყანა დატოვა, რომელიც ექსკლუზიურად CNN-ს გაუზიარეს.

“ვნახე ის, რასაც მედიცინაში ‘მასობრივი მსხვერპლის’ სიტუაციას ვუწოდებთ. ეს არის შემთხვევა, როდესაც შენი შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა სამედიცინო დახმარების გასაწევად ნაკლებია, ვიდრე პაციენტების რაოდენობა” – თქვა მან.

ექიმი ჰყვება, რომ მას პაციენტებს შორის არჩევანის გაკეთება უწევდა, იმის მიხედვით, ვის ჰქონდა უფრო დიდი შანსი გადარჩენილიყო მანამდე, სანამ საოპერაციო ოთახი გათავისუფლდებოდა.

8 იანვრის ღამიდან 9 იანვრის დილამდე ექიმის თქმით, ტრავმების ტიპი შეიცვალა. “თითქოს ბრძანება გაიცა: ‘ახლა ცოცხალი ტყვიები გამოიყენეთ’,” – თქვა მან.

“9 იანვრის ღამეს სროლის ხმები ისმოდა. მე არა კალაშნიკოვის ხმა, არამედ ‘დუშკას’ [მძიმე ტყვიამფრქვევის] ხმა მესმოდა” – განაგრძო ექიმმა.

ექიმმა თქვა, რომ მეორე დილით საკუთარი სახლის მახლობლად ქუჩაში სისხლის კვალი ნახა. კოლეგებმა უთხრეს, რომ საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც სახეში ახლო მანძილიდან დამიზნებით იყვნენ დაჭრილები.

ქვეყნიდან გაქცეული ექიმი ჰყვება, რომ საავადმყოფოში უსაფრთხოების ძალებიც იმყოფებოდნენ და პაციენტების მონაცემებს აგროვებდნენ.

“პარასკევის საღამოსთვის… ყველა საწოლი დაკავებული იყო. უმეტესობას საფანტის ჭრილობები და მსგავსი დაზიანებები ჰქონდა” – თქვა ექიმმა.

“ცხოვრება პარალიზებულია. არავინ არის კარგად. ის იმედი, რომელსაც ირანიდან საზღვარგარეთ შუქდება, ირანის შიგნით არ არსებობს. ყველა შიშში, უმწეობაში და იმედის მხოლოდ უმცირეს კვალშია ჩარჩენილი” – დაამატა მან.

შეგახსენებთ, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სამხრეთ კორეის პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისთვის სიკვდილით დასჯას ითხოვს
  • პოლიციელმა სამოქალაქო აქტივისტს ფეისბუკ პოსტის გამო უჩივლა
  • შეიქმნა ფხვნილი რომელიც მყისიერად აჩერებს სისხლდენას

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge