Wednesday, January 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ” – გაზპრომი

January 13, 2026
“2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ” – გაზპრომი

რუსული სამთავრობო ენერგეტიკული კომპანია გაზპრომი საკუთარ ტელეგრამარხზე წერს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გაზარდეს.

შედარებისთვის, გაზპრომის გამოქვეყნებულ მოკლე ანგარიშში ნათქვამია, რომ ყაზახეთისთვის, უზბეკეთისთვისა და ყირგიზეთისთვის მიწოდება 22.2%-ით გაიზარდა. რუსული კომპანია არ ასახელებს ექსპორტირებული გაზის მოცულობას.

“გაზპრომი აგრძელებს ახლო საზღვარგარეთში გაზის საიმედო მიწოდებას. 2025 წელს ექსპორტი გაიზარდა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. კერძოდ, კომპანიამ რუსული გაზის მიწოდება გაზარდა ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში 22.2%-ით, საქართველოში – 40.4%-ით.” – ნათქვამია გაზპრომის განცხადებაში.

ამას გარდა განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წელს გაზპრომმა ჩინეთს ევროპაზე მეტი მოცულობის ბუნებრივი აირი პირველად მიაწოდა. ჩინეთში გაზპრომმა ექსპორტი 24.8%-ით გაზარდა.

გასული წლების განმავლობაში საქართველოში რუსული გაზის იმპორტი იზრდებოდა, მთავარი მიმწოდებელი აზერბაიჯანიდან კი მცირდებოდა. 2025 წლის პირველ ნახევარში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართელომ რუსულ გაზში აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე მეტი თანხა გადაიხადა. ეკონომიკის სამინისტროში ამბობდნენ, რომ გაზპრომისგან შეძენილი ბუნებრივი აირი მოსახლეობის მომარაგებას არ ხმარდებოდა და მხოლოდ კომერციული სექტორისთვის გამოიყენებოდა.

2023 წელს საქართველოში რუსული გაზის იმპორტის მოცულობამ თითქმის 600 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწია და 596 მლნ მ³-ს გაუტოლდა. შედარებისთვის, 2020 წელს ეს რიცხვი 204 მლნ მ³-ს უტოლდებოდა.

რუსეთსა და საქართველოს შორის გადის ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი. ეს მილსადენი ბუნებრივი აირით ამარაგებს საქართველოსა და სომხეთს. 2017 წელს საქართველოსა და გაზპრომს შორის შეთანხმების პირობა შეიცვალა. აქამდე ენერგოპროდუქტის სომხეთისკენ ტრანზიტის ფასად საქართველო მიწოდებული გაზის 10%-ს იღებდა. გაზპრომს სატრანზიტო მომსახურების საფასურის ფულით გადახდა სურდა. კონტრაქტში ცვლილების შეთანხმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პირველი წლის განმავლობაში გადახდის შერეული მექანიზმი იმუშავებდა, ამის შემდეგ კი დაიწყებოდა მთლიანად ფულადი ანაზღაურება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქეთევან წამებულის გამზირზე, საცხოვრებელი სახლის ფასადი ჩამოიშალა
  • ქეთევან წამებულის გამზირზე, საცხოვრებელი სახლის ფასადი ჩამოიშალა
  • 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge