რუსეთში, კურილის კუნძულების ჩრდილოეთ სანაპიროსთან 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ამის შესახებ პროპაგანდისტულ „Ria.Ru-ს“ სახალინის სეისმური სადგურის ხელმძღვანელმა ელენა სემენოვამ დაუდასტურა. სეისმოლოგის თქმით, ცუნამის საფრთხის შესახებ განგაშის ცნობები არ გავრცელებულა.
“5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა 13 იანვარს, დილის 11:34 საათზე (მოსკოვის დროით დილის 3:34 საათზე) დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი პარამუშირის კუნძულზე დაფიქსირდა“ – განუცხადა სემენოვამ სააგენტოს.
