მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და მკვლელობის დაკვეთაზე საუბრობს. ეკა კუპატაძე წერს, რომ მის შვილს მკვლელები იმ სახლის უკანა შესასვლელთან ელოდებოდნენ, სადაც მოსწავლეებს ამზადებდა.
ავალიანის დედა გავრცლებულ პოსტში ნია იმნაძის ოჯახს მიმართავს:
შეგახსენებთ, 8 იანვარს გენერალურ პროკურატურასთან მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. მოკლული მასწავლებლის დედამ, ეკა კუპატაძემ გენერალური პროკურორის პოსტზე მყოფ გიორგი გვარაკიძის გადადგომა მოითხოვა და ვადა 17 იანვრამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კუპატაძე ამბობს, რომ შიმშილობას დაიწყებს.
