ირაკლი დგებუაძე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტზე დანიშნეს – ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.
დგებუაძემ, რომელიც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტია ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა.
დგებუაძე მზია ამაღლობელის მხრიდან სილის გაწვნის საქმეზე დაზარალებულადაა ცნობილი. სასამართლო პროცესებზე მან არაერთხელ თქვა, რომ სილის გაწვნის შედეგად ლოყა გაუწითლდა და ტკივილი განიცადა.
