Sunday, January 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით!” – მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა მიმართვას ავრცელებს

January 10, 2026
“ნუ დააფარებთ ხელს მკვლელებს” -მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

“ან ყველას აგებინებს პასუხს გენერალური პროკურორი, დაწყებული მკვლელებიდან, ხელის ბიჭი პროკურორი გამყრელიძეებით დამთავრებული, ან მოგვიწევს სერიოზული შერკინება 17 იანვრიდან” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა წერს და გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს კიდევ ერთხელ მიმართავს.

ეკა კუპატაძე ამბობს, რომ მხოლოდ ქუჩის აქციებით არ შემოიფარგლება.

ვერ მომერევით ბატონო პროკურორო! ნუ შეეწირებით! – წერს ავალიანის დედა.

“მადლობა თითოეულ თქვენგანს!♥️
ამ დრომდე ვერ მოვახერხე თქვენთვის მომემართა. ბოდიში!
მადლობა, რომ ჩემს გვერდით იდექით როგორც ჩემი თანაბარი, როგორც დედა და მამა, სხვადასხვა პოლიტიკური ხედვის და თანამდებობრივი მდგომარეობის მიუხედავად!
იდექით თქვენს შვილებთან ერთად!
მაძლიერებს ჩემი შვილისთვის შეწუხებული თქვენი სახეები. მადლობა!
გუშინ ბრძოლის სხვა ველზე ვიბრძოდი. მკვლელებს და პროკურატურას ჰგონია მარტო ქუჩის აქციებით შემოვისაზღვრები; ჩემთვის ეს აქციები ყველაზე მძლავრი და ღირებულია; მადლობა რომ ამ აქციებში მარტო არ მტოვებთ; მაგრამ, მე მაქვს გაწერილი სტრატეგიული გეგმა და მიზანს აუცილებლად მივაღწევ.
ყველა, აბსოლუტურად ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე, ვისაც კი გიგასთან იოტისოდენა შემხებლობა აქვს!!!
თქვენ, ჩემი ერთგული თანამებრძოლები ხართ, ამიტომ ამ სააქციო ბრძოლის გეგმებს გზადაგზა მოგაწვდით.
მე შევიტანე რამდენიმე განცხადება და საჩივარი:
1) განცხადება სასამართლოში, გაბაშვილი/რიკაძის საქმის მასალების გადმოცემის თაობაზე.
2) საჩივარი პოლიციის უფროსის, იაგო ტალახაძის წინააღმდეგ.
3) საჩივარი საქმის პროკურორის, მიხეილ კუპრაშვილის წინააღმდეგ.
4) საჩივარი მკვლელობის დამკვეთ,
ნ ი ა იმნაძის წინააღმდეგ.
5) განცხადება ნასყიდაშვილი/ჩიქოვანის საქმეზე დაზარალებულად ცნობის და საქმის მასალების გადმოცემის თაობაზე.
რამდენჯერმე გავაჟღერე და ალბათ მთელმა საქართველომ გაიგო, რომ  გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე, ჩემი დედიკოს უახლოესი მეგობრის შვილია. მე ბოდიშს ვუხდი ჩემი/ჩვენი დედების სულს, მაგრამ უკან არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევ! რადგან უკან ჩემი ღირსეული შვილის საფლავია, წინ კი ბინძური პროკურატურა და პირსისხლიან მკვლელთა ბრბო! მე არ გადავაბიჯებ ჩემი ღირსეული შვილის საფლავს.
ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან!
ან ყველას აგებინებს პასუხს გენერალური პროკურორი, დაწყებული მკვლელებიდან,  ხელის ბიჭი პროკურორი გამყრელიძეებით დამთავრებული, ან მოგვიწევს სერიოზული შერკინება 17 იანვრიდან!!!
მე ვერ მომერევით ბატონო პროკურორო! სრულად ვაცნობიერებ თქვენს ძლიერ მხარეებს, მაგრამ თქვენ არ იცნობთ ჩემს სიძლიერეს!!!
მე ვიცავ სპეტაკ, უმიზეზოდ, სადისტურად მოკლულ შვილს, თქვენ გიწევთ დაიცვათ მკვლელთა ბრბო და უგუნური პროკურორები!
ნუ შეეწირებით!!!!
არ დაუშვათ, რომ ვიყოთ ან მე, ან თქვენ, ვიყოთ ჩვენ!
მე, ამ ბრძოლაში არჩევანი დავუთმე ჩემს სახელმწიფოს და მჯერა სახელმწიფო გონიერების!
არადანი ჩემია!
თუ სახელმწიფო არჩევანს სწორად არ გამოიყენებს, მე არადანის შანსს ხელიდან არ გავუშვებ!
ადამიანის ხორცს შევჭამ ჩემი შვილისთვის!” – წერს სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.

8 იანვარს გენერალურ პროკურატურასთან მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. მოკლული მასწავლებლის დედამ, ეკა კუპატაძემ გენერალური პროკურორის პოსტზე მყოფ გიორგი გვარაკიძის გადადგომა მოითხოვა და ვადა 17 იანვრამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კუპატაძე ამბობს, რომ შიმშილობას დაიწყებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა – სად არის შეზღუდული გადაადგილება?
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge