აშშ-ში 22 წლის ქართველ კაცზე ძებნა გამოცხადდა – ის ახალი წლის ღამეს პენსილვანიის შტატში ავტოსადგომზე ქვეითებს დაეჯახა – ინფორმაციას CBS NEWS ავრცელებს.
პოლიციის პრესრელიზში ნათქვამია, რომ 22 წლის რობა გასიტაშვილს ბრალი ედება მკვლელობის მცდელობაში, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმასა და გაუფრთხილებლობით სხვა პირის საფრთხეში ჩაგდებაში.
პოლიციის ცნობით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ 2026 წლის 1 იანვარს დაახლოებით ორ საათზე, თეთრი Volkswagen-ის სედანი ბასტლეტონ პაიკზე მდებარე Hive Lounge-ის ავტოსადგომზე მოძრაობდა, რა დროსაც სამ ქვეითს დაეჯახა. ორი კი მას შემთხვევით გადაურჩა. ამის შემდეგ მძღოლმა მანქანა არ გააჩერა და მანქანა ფეხით მოსიარულეების გარშემო წრეზე მაღალი სიჩქარით დაჰყავდა. „მძღოლი აგრძელებდა წრეზე სიარულს და რამდენჯერმე მიუახლოვდა ფეხით მოსიარულეებს, რომლებმაც ძლივს აიცილეს დაჯახება“ | განაცხადა პოლიციამ.
