თბილისის შემოვლით გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა 6 იანვარს მოხდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
