რუსული სამთავრობო გამოცემა წერს, რომ აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებულ რუსულ ტანკერზე საქართველოს 6 მოქალაქეა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეა გემის კაპიტანიც.
მათივე ცნობით, გემზე სულ 28 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 20 უკრაინელია, დარჩენილი 2 კი რუსეთის მოქალაქეა.
გუშინ, 7 იანვარს, ამერიკულმა საზღვაო დესანტმა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსული ნავთობმზიდი ტანკერი დააკავა.
