“შეგახსენებ, ზელია: მტერი შეიძლება ჩვენს რესპუბლიკაში შემოვიდეს, მაგრამ გამოსვლას ვერ მოახერხებს. თვითონ გარისკავ, ვადაგასულო?“ – თქვა ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა.
ამ განცხადებით კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ აშშ-მ მადუროს მსგავსად პუტინი და კადიროვი უნდა დააკავოს.
