უბედური შემთხვევა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. ამის შესახებ ინფორმაციას inforustavi ავრცელებს.
მშენებარე კორპუსიდან, 2 მუშა გადმოვარდა და მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით მუშები, საცხოვრებელი სახლის მოსაპირკეთებელ სამუსაოებს ასრულებდნენ.
შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.