საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ისეთ დროს დამიდგა გვერდით, ზოგი სათოფეზე გაკარებას რომ ვერ ბედავდა. ზურას დროს არც ვიცნობდი. გაკვირვებული დავრჩი მისი კაცობით. ღმერთმა გაანათლოს მისი სული”, – წერს ნინო ჟვანია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი დეპუტატი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში, გუშინ დილით გარდაიცვალა.
თამაზ მეჭიაურს რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
თამაზ მეჭიაური 1954 წლის პირველ დეკემბერს სოფელ ჟებოტაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.
2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა.
https://mix.metronome.ge/25854-2/
