პოეტმა ტარიელ ხალხელაურმა გარდაცვლილ მეგობარს თამაზ მეჭიაურს ლექსი მიუძღვნა.
„ქარი დასდევს ღრუბელს –
ღრუბლით რევს,
მუნჯად დამდგარ შიშველ
ტყეებს სცრის,
ამნაირი მე არ მახსოვს დღე,
და არც ასე შეშფოთება ცის.
მზე ჩავიდა და სიყვითლე ზღვებს
მოემძლავრა, ისევ ფერთა ცვლა,
ამნაირი მე არ მახსოვს დღე,
არც ასეთი გაცრეცილი ცა“
პოეტის ლექსი, ყოფილმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა:
“ისეთი შეგრძნება მაქვს – დაჭრილი თანამებრძოლი დამრჩა მტრის ხელში და ვერ ვუშველე! დამიხვრიტეს!!!”, – წერს კვიციანი სოციალურ ქსელში.
თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი დეპუტატი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში, დღეს დილით გარდაიცვალა.
თამაზ მეჭიაურს რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძილაძის ცნობით, თამაზ მეჭიაურს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
თამაზ მეჭიაური 1954 წლის პირველ დეკემბერს სოფელ ჟებოტაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.
2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა.
https://mix.metronome.ge/25854-2/
