„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ცნობით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ქალთა ორგანიზაცია ფუძნდება.
როგორც კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად.
“ქართული ოცნების” აღნიშნულ გადაწყვეტილებას მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“რაც მე ნაცების ტიტუშკებმა და არაკაცებმა მაგინეს 2012 წლიდან, სულ მაგ თქვენ “ქალებს” მიუვიდეთ…
ოცნების “ქალები”
ვაი თქვენს პატრონს!!!
რეალურად იმ ქალებს უმადლოდეთ, ვისაც საღი აზრი გააჩნიათ და ჰუმანიზმი და მშვიდობა სურთ და არა იმ ერთუჯრედიან “პაკაზუხებს”, გაურკვეველი ბლატით რომ თანამდებობებს ურიგებთ… ყველაფერზე გულს აგირევენ რა…
სულ ფეხებზე მკიდია ნაციც და ქოციც. სამოქალაქო თვითშეგნება მაინც სულ ზეროზეა და არც მორალი გაგაჩნიათ, არც პასუხისმგებლობა ხალხთან.
რა იცით, სამშობლოს სამსახური რას ნიშნავს!!!…
ესეც შენ ვალენტინობის იმპოტენტური სექსი.
გილოცავთ!!!
ყველი ოცნების “ქალების” სახეებს და იცოდეთ, არ დაგინდობთ, კარიკატურების სპეციალისტი ვარ, მოხტუნავე ბაჭიას ჩავრთავ ეგრევე, კიკლი კიკლი კიბესა…
საცოდავები”, – წერს შაფათავა “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორგანიზაცია ხელს შეუწყობს მათი პარტიის ქალი წევრების გაძლიერებას და გზას გაუხსნის მეტი წარმატებისკენ, როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში.
“პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით ფუძნდება პარტიის ქალთა ორგანიზაცია. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიასთან ქალთა ორგანიზაციის არსებობა ფართოდ დამკვიდრებული ევროპული პრაქტიკაა. ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა კობახიძემ.
