საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკოსის თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრემიერის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, თამაზ მეჭიაურის სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი – კარგი მამულიშვილი.
“მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული პოლიტიკოსისა და მოღვაწის, ბატონი თამაზ მეჭიაურის, გარდაცვალების გამო.
მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი – კარგი მამულიშვილი.
ამ მძიმე წუთებში, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თამაზის ოჯახსა და ახლობლებს”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძირმრის წერილში, რომელიც “ფეუსბუქზე” ვრცელდება.
https://mix.metronome.ge/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90/