Monday, December 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ადვილი იქნებოდა გავმხდარიყავი ოპოზიციური პარტიის თუ „ენჯეოს“ „ვარსკვლავბიჭუნა“, რომელიც მათ შეფასებებს გაიმეორებდა, თუმცა ეს სახალხო დამცველის ფუნქცია არაა” – ლევან იოსელიანი

December 29, 2025
“ადვილი იქნებოდა გავმხდარიყავი ოპოზიციური პარტიის თუ „ენჯეოს“ „ვარსკვლავბიჭუნა“, რომელიც მათ შეფასებებს გაიმეორებდა, თუმცა ეს სახალხო დამცველის ფუნქცია არაა” –  ლევან იოსელიანი

ჩემთვის ძალიან ადვილი იქნებოდა გავმხდარიყავი ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის თუ „ენჯეოს“ „ვარსკვლავბიჭუნა“, რომელიც ყველაფერში მათ შეფასებებს გაიმეორებდა, ან კიდევ უფრო გაამძაფრებდა, თუმცა ეს არ არის სახალხო დამცველის ფუნქცია,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან­ იოსელიანმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, სახალხო დამცველი არ არის ერთი კონკრეტული ჯგუფის დამცველი ან მისი ნარატივის გამზიარებელი.

„მგონი საზოგადოებისთვის უკვე ნათელია, როგორი პოლიტიკა აქვს სახალხო დამცველს ამ მიმართულებით. სახალხო დამცველი არ არის ერთი კონკრეტული ჯგუფის დამცველი ან მისი ნარატივის გამზიარებელი, ძალიან მკაცრ შეფასებებს ვაკეთებ მაშინ, როდესაც ვხედავ, რომ აქციის მონაწილეების მიმართ ხდება ძალის გადამეტება, თუმცა პარალელურად ვაფასებ იმ შემთხვევებსაც, როდესაც თავად აქციის მონაწილეები გადასცდებიან ხოლმე მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას. ამიტომ ჩემი პოზიციები ხშირად ორივე მხარისთვის მაქსიმალურად მიუღებელია. ჩემთვის ძალიან ადვილი იქნებოდა გავმხდარიყავი ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის თუ „ენჯეოს“ „ვარსკვლავბიჭუნა”, რომელიც ყველაფერში მათ შეფასებებს გაიმეორებდა, ან კიდევ უფრო გაამძაფრებდა, თუმცა ეს არ არის სახალხო დამცველის ფუნქცია. სახალხო დამცველის ობიექტური შეფასებები მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოებისთვის და ასევე საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლებიც აფასებენ იმას, რომ სახალხო დამცველი არ ექცევა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან გავლენის ჯგუფის ნარატივის გავლენა.

მე ვაპირებდი სასამართლოსთვის ჩვენება მიმეცა იმ გარემოებების შესახებ, რაც 4 ოქტომბერს პაატა მანჯგალაძის მონაწილეობას და ჩემს მასთან კომუნიკაციას უკავშირდება. ეს მის სასარგებლოდ იქნება თუ არა გათვალისწინებული, უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია. როდესაც დავინახე, რომ ადამიანები პრეზიდენტის სასახლეში შედიოდნენ, პაატას დავურეკე, რადგან ძალიან კარგად მესმოდა, რა მძიმე სამართლებრივი შედეგები შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. პარლამენტში მუშაობის შემდეგ პაატასთან მქონდა ნორმალური ურთიერთობა და სწორედ ამ კონტექსტში გავაფრთხილე. ვუთხარი, რომ ის ქმედებები და მოწოდებები, რასაც აქციის ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს გადასცემდნენ, აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ეს პროცესი აუცილებლად უნდა შეწყვეტილიყო. პაატა დამეთანხმა, მითხრა, რომ სრულად იზიარებდა ჩემს პოზიციას და ასეთი რამ ნამდვილად არ შეიძლებოდა მომხდარიყო. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებდა, რომ ეს პროცესი შეეჩერებინა. ეს არის ის გარემოება, რის თქმასაც ვაპირებდი სასამართლოში და დღესაც მზად ვარ ამისთვის. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ჩემი და პაატა მანჯგალაძის კომუნიკაციის ეს ეპიზოდი საქმისთვის მნიშვნელოვანია, მზად ვარ შესაბამისი ჩვენება მივცე“,- აღნიშნა იოსელიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რატომ არ გამოაცხადეს ძებნა აქამდე ფარცხალაძეზე? მის წინააღმდეგ მხოლოდ კანონიერი ქურდების მოთხოვნით აღიძრა საქმე” – ხატია დეკანოიძე
  • ბუნებრივ აირზე არსებული ტარიფი ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდება
  • “ადამიანურად ჩემთვის ძალიან რთული და გულდასაწყვეტია, რაც ალეკოს გარშემო ხდება” – ლევან იოსელიანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge