შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1987 წელს დაბადებული ა.მ. და 1983 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთ მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთებს თაღლითურად დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.” – აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
