Wednesday, January 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“უბრალოდ, გული რომ არ გამხეთქვოდა, ეს მაინც დავწერე…” – ირინა სარიშვილი

February 14, 2022
“გაიგებ რასაც ვამბობ? – კარგია… ვერ გაიგებ? – მოგს**ვნია პატრონი!” – ირინა სარიშვილი

კა­რი­ნა გრი­გო­რი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძო­და, გარ­და­იც­ვა­ლა. სამწუხარო ინფორმაციას პარლამენტის ყოფილი წევრი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“სხვაზე ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. ადრე დაპირისპირებულები პატარა ქეითის განსაცდელმა დაგვამეგობრა. მართლა დაგვამეგობრა და არა ისე, “ფეისბუკურად”. ერთი წელი თითქმის ყოველდღე და ყოველ საღამოს ერთად ვიყავით აქ, ინბოქსში და თუკი რამეზე შეიძლება ლაპარაკი, ყველაფერზე ვლაპარაკობდით, ვჭორაობდით, ვიცინოდით.

არც თვითონ იმჩნევდა და არც მე არაფერს. ერთი რაც მითხრა – ქეითის დატოვება არ მინდა და მაგიტომ ვიბრძვი სიცოცხლისთვისო. ბოლო საუბარიც ტრადიციულად სიცილით დავასრულეთ. მერე მიწერილზე აღარ მიპასუხა და მივხვდი, რომ უკვე ძალიან ცუდადაა. რომ წავიდა, ინბოქსი გავხსენი არ ვიცი რატომ და ელდა მეცა – გული დაუსვია ჩემ მინაწერზე რამდენიმე დღის წინ, მეტი ვერ შეძლო. ასე დამიტოვა გული კარინამ და ჩემი გულის ნაწილი წაიღო.

უზომოდ მიყვარდა და მისგანაც იგივეს ვგრძნობდი. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მქონდა იმედი, რომ გადავრჩებოდით. ალბათ, იმიტომ რომ ასეთი მასშტაბის უსამართლობის წარმოდგენა არ შემეძლო. ქეითი იყო შენი დარდი, კარინა და არ გაიყოლო დარდი თან. შენ ისეთი სიყვარული დატოვე და ისეთი კარგი მამიკო ჰყავს ქეითს, ყველაფერი კარგად ექნება – ყველა მის გვერდით ვართ. ვერ ვწერ რასაც ვგრძნობ, უბრალოდ, გული რომ არ გამხეთქვოდა, ეს მაინც დავწერე”, – წერს სარიშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

არსებული ინფორმაციით,  კა­რი­ნა გრიგორიანის შვი­ლი ქე­ი­თი უკვე მე­ო­რე წე­ლია რაც ლე­ი­კე­მი­ას ებ­რძვის, რომელსაც იტა­ლი­ა­ში ძვლის ტვი­ნი გა­და­უ­ნერ­გეს. კა­რი­ნა გრიგორიანი შვი­ლის დო­ნო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე შეუძლოდ გახ­და და შვი­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩა­სულ ქალს მე­ლა­ნო­მის მე­ო­თხე სტა­დია და­უდ­გინ­და.

ქე­ითს ძვლის ტვი­ნი მა­მამ გა­და­უ­ნერ­გა. ამჟამად, გო­გო­ნა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ოდს გა­დის.

თა­ვად კა­რი­ნა გრიგორიანმა კი ბი­ნად­რო­ბის არ ქო­ნის გამო, მკურ­ნა­ლო­ბის კურსი ვერ გაიარა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამას ვერავინ იფიქრებდა, ვერც წარმოიდგენდა”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
  • ცნობილია ახალგაზრდა გოგოს ვინაობა, რომელიც მარნეულში ავარიას ემსხვერპლა
  • ნახეთ, 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge