Saturday, December 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზვიად ცეცხლაძის მამა მოქალაქეებს მიმართავს

December 26, 2025
ზვიად ცეცხლაძის მამა მოქალაქეებს მიმართავს

ჯგუფური ქმედებისთვის და მასში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, 27 დეკემბერს დაგეგმილ მარშს შეუერთდნენ.

შესაბამისი განცხადება პარლამენტთან ცეცხლაძემ აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებთან ერთად გააკეთა.

მისი თქმით, ხვალ კიდევ ერთხელ უნდა დაუმტკიცონ „ქართულ ოცნებას“, რომ არ ეგუებიან „მახრჩობელა კანონებს“.

„ხვალ სტუდენტი ახალგაზრდობა თსუ-ს ეზოში გეგმავს შეკრებას, რომ მარშით შეუერთდნენ საერთო სახალხო მარშს და გადმოინაცვლონ პარლამენტთან. ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ პირველი მარშია, როცა უნდა დავუმტკიცოთ საზოგადოებას, ამავდროულად რეჟიმსაც, რომ ჩვენ ამ საკანონმდებლო ცვლილებსაც არ ვეგუებით, ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას. გთხოვთ, მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ბევრი ვიყოთ, რომ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გავცეთ ყველა იმ მახრჩობელა საკანონმდებლო კანონებს, რასაც იღებს რეჟიმი“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ვებგვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ამ პერიოდში შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოსალოდნელია თოვლი”- გაფრთხილება მოსახლეობას
  • „ჯარიმა 5 000 ლარიდან იწყება…“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
  • რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე – ვრცელდება კადრები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge