ივანიშვილის პარტიის ლიდერებსა და რიგით წევრებს სალომე ზურაბიშვილი აფრთხილებს – მეხუთე პრეზიდენტს არ სჯერა, რომ ერთ დროს ივანიშვილის გუნდის გავლენიანი ლიდერები ციხეში, მხოლოდ კორუფციის გამო გაუშვეს. ზურაბიშვილი ფიქრობს ტელესერიალად ქცეული დაკავებების უკან სულ სხვა განზრახვა იმალება – ოლიგარქის შიში, რომელიც ყველაზე ეჭვიანობს.
ვინ არის ლილუაშვილის საქმეში ოქროს მოწმე – სუს-ის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ ჩვენება სავარაუდოდ რომეო მიქაუტაძემაც მისცა. ამ ერთი ფაქტითაც ჩანს, რომ ერთ დროს ერთ გუნდად წარმოჩენილი ხალხი, ახლა ერთმანეთს ციხისკენ გზას უკვალავს და ამით თავისუფლების მიღებას ცდილობს. ლილუაშვილის საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, თუმცა ამ საქმის ოქროს მოწმის ადვოკატმა დღეს პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მოწმე სუს-ის ექს შეფის საქმეში, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილეა.
“ქართულ ოცნებაში”, რომ დიდი არეულობა ეს ცხადად ჩანს. ახალი თაობის “მეოცნებეები” ძველებს იჭერენ. დაჭერილები დასაჭერად გამზადებულების წინააღდეგ აძლევენ ჩვენებას, რომ თავად თავისუფლება მიიღონ. ერთ დროს ერთ გუნდად წარმოჩენილ პარტიაში ახლა რთულია იმის გარჩევა ვინ ვისი ფლანგია და ვინ ვის ებრძვის. რა მიზანი ჰქონდა რომეო მიქაუტაძეს როდესაც მის მეგობარს გრიგოლ ლილუაშვილს ხელი დაადო. ალბათ საპროცესო გარიგება პროკურატურასთან რომ 11 წლით ციხეში ყოფნას გადაურჩეს.
