Friday, December 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დანაშაულის ნიშნები ვერ ვნახე – თუ კონკრეტულად რაიმე არგუმენტი, მტკიცებულებ აქვთ, გაასაჯაროონ”- ახალაიას ადვოკატი

December 26, 2025
“დანაშაულის ნიშნები ვერ ვნახე – თუ კონკრეტულად რაიმე არგუმენტი, მტკიცებულებ აქვთ, გაასაჯაროონ”- ახალაიას ადვოკატი

რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგიდან მოვისმინე, იქ რაიმე დანაშაულის ნიშნები ვერ ვნახე. თუ კონკრეტულად რაიმე არგუმენტი, მტკიცებულება, შეტყობინება, ან საუბრის ჩანაწერი აქვთ, კი ბატონო, გაასაჯაროონ და ანახონ საზოგადოებას , – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გია გოროზიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მედიას განაცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად რამდენიმე წუთში წარუდგენენ.

გოროზიას თქმით, სუს-ს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია რომ ჰქონოდა, არც მოსამართლის განჩინების მიღება გაუჭირდებოდა და არც მტკიცებულების გასაჯაროება.

„საქმის მასალებთან წვდომა ამჟამად არ მაქვს, ვინაიდან, ბრალის წარდგენა ხდება 19:30 საათზე, გამომძიებელთან შეთანხმებულები ვართ, რომ შევიდეთ ბაჩოსთან და, შესაბამისად, გადმოგვეცემა საქმის მასალები და ვნახავთ, რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ რაც მოვისმინე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგიდან, მანდ რაიმე დანაშაულის ნიშნები ვერ ვნახე. თუ კონკრეტულად რაიმე არგუმენტი, მტკიცებულება, შეტყობინება ან საუბრის ჩანაწერი აქვთ, კი ბატონო, გაასაჯაროონ და ანახონ საზოგადოებას. ეს არის ვარაუდი და ვარაუდი არ შეიძლება ბრალდების საფუძველი იყოს.

გავეცნობი საქმის მასალებს, ვნახავ, უშუალოდ რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში და, შესაბამისად, შემდეგ გავაკეთებ ამაზე განმარტებებს.

რაც შეეხება კომუნიკაციას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადამიანთან ჰქონდეს კომუნიკაცია. ან გაკავშირებდეს ნაცნობობა, ან მეგობრობა ან ნათელ-მირონობა. ეს არ შეიძლება იყოს დანაშაული და (ბაჩო ახალაია) მივიჩნიოთ დანაშაულის ჩამდენ პირად. კონკრეტულად რაიმე ინფორმაცია რომ ჰქონოდათ, არც მოსამართლის განჩინების მიღება გაუჭირდებოდათ და არც მტკიცებულების გასაჯაროება. ეს არის მხოლოდ ვარაუდი და ამ ვარაუდზე გაკეთდა განცხადება. ვფიქრობ, რომ სრულიად უსაფუძვლო არგუმენტი გააჩნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ბრალდებაც ასევე უსაფუძვლო და უარგუმენტო იქნება“ – აღნიშნა გოროზიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავეს. სუს-ში აცხადებენ, რომ ახალია დაკავებულია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ძალიან საშიშია და უნდა გაგაფრთხილოთ”- ნახეთ ლელა კაკულიას საგანგებო მიმართვა
  • ნახეთ, 27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • “კალაძემ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილის საძულველთა სიაში ერთ-ერთი მოწინავეა” – ბუაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge