Wednesday, January 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“ეს „საიდუმლო“ ახლობლებმა კარგად იციან…” – რას წერს მაია ნიკოლეიშვილი მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით

February 14, 2022
“ეს „საიდუმლო“ ახლობლებმა კარგად იციან…” – რას წერს მაია ნიკოლეიშვილი მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით

დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი საქართველოში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ რამდენიმე დღის წინ მიწისძვრის პროცესი დაესიზმრა.

ამასთან, როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ის წლების განმავლობაში მოახლოებულ მიწისძვრას რამდენიმე საათით ადრე გრძნობდა.

„წლებია, მიწისძვრის წინ, რამდენიმე საათით ადრე, დაუძლეველი ძილიანობა მემართებოდა, რომ იტყვიან – „გათიშვამდე“, ჩემები მეკითხებოდნენ კიდეც, ისეთიაო, ანუ მიწისძვრისო? თუ „ისეთი“ იყო, აუცილებლად ხდებოდა მიწისძვრა. ეს „საიდუმლო“ ახლობლებმა კარგად იციან. ეს წლები გრძელდებოდა.

დღევანდელი მიწისძვრის “პროგნოზი” არ მქონდა და ანას ვუთხარი, გულისწყვეტით; ხედავ, თურმე მიწისძვრას ვეღარ ვგრძნობ-მეთქი…

ახლა გამახსენდა, ზუსტად გუშინწინ მიწისძვრა მესიზმრა, აქ, ამ ადგილას, ვაკეში, სადაც ადრე ჩემი მშობლების სახლი იდგა, ახლა კი კორპუსში ვართ; გამოვრბოდით და ანას ბავშვი ეჭირა, ჭერი დამსკდარიყო. მეუღლე კორიდორში ვითომ პალტოებს დასწვდა, გარეთ ციოდა.

გუშინ, სიზმარი ვუამბე ჩემებს, ერთი კი მიკვირდა, ტყუპებიდან ანას ერთი რატომ ეჭირა-მეთქი. ამ საღამოს რომ დაკრა მიწისძვრამ, ბავშვების ოთახში შევცვივდით, ანამ ორივე აიყვანა ხელში და მოდი, სვეტთან დადექი-მეთქი, ვუყვირე. ჭაღი წკარუნს აგრძელებდა… და მე ვთქვი, რომ მიწისძვრას ვეღარ ვგრძნობ წინასწარ? ერთი დღით ადრე მიწისძვრა, ზუსტი ადგილი, სეზონი, მე და ანა, ყველაფერი სიზმარში ლამის ფილმივით ვნახე და ახლა ორივე ბავშვი რომ უცებ აიტაცა ეგ ვეღარ დავიმახსოვრე ეტყობა!

მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. დაგვიფარავს უფალი!“, – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. ასევე, რამდენიმე სოფელს დროებით შეუწყდა ელექტრომომარაგება.

ბიძგები განმეორდა 03:35 საათზე. ამჯერადაც, ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამას ვერავინ იფიქრებდა, ვერც წარმოიდგენდა”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
  • ცნობილია ახალგაზრდა გოგოს ვინაობა, რომელიც მარნეულში ავარიას ემსხვერპლა
  • ნახეთ, 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge