Saturday, December 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

საქართველოს პროკურატურამ, მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

December 26, 2025
„20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა“ – საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ, მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, 2022 წლიდან ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

ბრალდებულებმა ეტაპობრივად დააფუძნეს სხვადასხვა იურიდიული პირები, რომელთა მეშვეობითაც
ახორციელებდნენ ხეტყის შეძენას და მის შემდგომ რეალიზაციას.

სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად არღვევდნენ კანომდებლობით დადგენილ საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოების სპეციალური წესს, საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებს მუდმივად აზუსტებდნენ ყალბი მონაცემების შეტანით, რის საფუძველზეც არ იხდიდნენ კუთვნილ საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს.

აღნიშნული ხერხით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2022-2024 წლებში სახელმწიფოს მოტყუებით მიაყენეს 4 მილიონამდე ლარის ქონებრივი ზიანი.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოსალოდნელია თოვლი”- გაფრთხილება მოსახლეობას
  • „ჯარიმა 5 000 ლარიდან იწყება…“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
  • რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე – ვრცელდება კადრები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge