Sunday, April 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

” ისინი დადგნენ მაღალი ფასების მხარეს – ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი კეთდება, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან” – კახა კალაძე

December 26, 2025
“არანაირი რევოლუცია და დაპირისპირება არ იქნება – აბა, გაბედონ და რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ!” – კახა კალაძე

იმის მაგივრად, რომ სწორად შეაფასონ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ პროდუქტებზე არის ძალიან მაღალი ფასები და მოიწონონ ეს გადაწყვეტილება, პირიქით, დადგნენ მაღალი ფასების მხარეს- ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების ინიციატივაზე პროდუქტის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ სურთ, ქვეყანაში ნორმალური ვითარება იყოს.

„იმის მაგივრად, რომ სწორად შეაფასონ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ პროდუქტებზე არის ძალიან მაღალი ფასები და მოიწონონ ეს გადაწყვეტილება, პირიქით, დადგნენ მაღალი ფასების მხარეს. ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი კეთდება. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. არანაირი ახსნა-განმარტება არ მომისმენია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა უნდოდეთ მაღალი ფასები. როცა ვაკეთებთ შედარებას, საქართველოში არის გაცილებით მაღალი ფასი მთელ რიგ პროდუქტზე, ვიდრე ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში. ეს ასე არ უნდა იყოს. ეს ხომ მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. გვინდა, ეს ყველაფერი იყოს დარეგულირებული და შესაბამისობაში მოდიოდეს.

თუ ქვეყანა გიყვარს, შენი მოსახლეობა გიყვარს და პატივს სცემ, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდე ამ ყველაფერს, წარმოუდგენელია. ყველამ ვიცით, ეს ადამიანები საიდან იმართებიან, ვინ არის მათი პატრონი. ვიცით, რომ დავალებებს პირდაპირ გარედან იღებენ და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ უნდა მოხდეს მოკვლევა და არ ყველაფრის დარეგულირება, ვხედავთ, როგორი აგრესიული განცხადებები მოდის მათი მხრიდან. მათი კრიტიკული განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყანას არ ეკუთვნიან და საერთოდ არ აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში გვქონდეს ნორმალური მდგომარეობა, დარეგულირებული იყოს ის გამოწვევები და პრობლემები, რაც აქვს მოსახლეობას. ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ამას“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მერაბ სეფაშვილს მეუღლე გარდაეცვალა
  • აშშ-ისრაელის დარტყმის შედეგად ირანის არმიის საჰაერო თავდაცვის აკადემიის მეთაური მასუდ ზარე დაიღუპა
  • ბათუმში პოლიციის მანქანა ქვეითს შეეჯახა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge