“ესენი არიან რუსები, ჩვენი მტრები, ჩვენ კოლაბორაციონისტები არ ვართ. არ ვლაპარაკობთ მტრებთან… ის, რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საქართველომ, ეს იყო სრული ბოდვა იყო…” – ამის შესახებ ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი მედიასთან საუბრობს.
მისი თქმით, ხელისუფლება ამ ქმედებით სხვა საკითხებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს.
“კომუნიკაცია ჩვენ ყველასთან [გვქონდა] არასდროს არ გვითქვამს, რომ ამ ადამიანებს არ ვიცნობთ, ზოგიერთი ნათესავია, ოჯახის ახლობელი, მეგობარი და ა.შ. სრული ბოდვაა [სუს-ის ბრიფინგი]. ბაჩო რომ დაიბარეს ხმის ჩანაწერის ნიმუშზე მე დამირეკეს, “ფეისბუქზეც” დავდე, რომ დამირეკეს მე და დაიბარეს ბაჩო. მე მაშინ ვუთხარი, რომ მე რატომ მირეკავთ, თუ ბაჩოს იბარებთ? ბაჩოს ტელეფონი არ ვიცითო. ბაჩოს ტელეფონიც არ აქვთ დადგენილი. სახლში ვინ ვცხოვრობდით ისიც არ აქვთ დადგენილი იმიტომ, რომ კესო ჩემი შვილიშვილი ეგონათ გუშინ, მარიშკას შვილი ეგონოთ და წარმოიდგინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე არის ლაპარაკი. ასეთ ბოდვაში ვართ. ბაჩოს ტელეფონი დადგენილი არ აქვთ, გუშინაც მე დამირეკეს და ბაჩო დაიბარეს ისევ ჩემი ტელეფონის მეშვეობით. ბაჩოს ტელეფონი საიდან დაადგინეს, არ იციან ბაჩოს ტელეფონი. საიდან ადგენენ რომ ჩემი ტელეფონი არ არის ან ვინმესი და ბაჩოსია?საიდან ადგენენ ამას, ვარაუდია ხომ? სასაცილოა, მაგრამ ჩვენთან ხომ ცირკები ხდება სასამართლოში. მიიღებს ამ საქმეს ალბათ სასამართლო, მაგრამ ასეთი საქმე როგორ უნდა მიიღოს სასამართლომ? საერთოდ არ დავუკითხვივართ მეც მაინტერესებდა რა კითხვები ჰქონდათ, მაგრამ არ მაღირსეს არც ადვოკატი და არც დაკითხვა გუშინ და გამომიშვეს, გამომაგდეს იქიდან. პურს ხომ აიაფებენ ეხლა და სანახაობა და პური იქნება ახლა უფასო. რაღაცების გადაფარვას ცდილობენ, ხალხის ყურადღების გადატანას, იმ სკანდალში რაშიც არიან, ოღონდ გადაფარონ. [ლილუაშვილთან დაკავშირებაზე] ესენი არიან რუსები, ჩვენი მტრები, ჩვენ კოლაბორაციონისტები არ ვართ. არ ვლაპარაკობთ მტრებთან… ის, რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საქართველომ, ეს იყო სრული ბოდვა იყო… ” – ამბობს ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია გუშინ, 25 დეკემბერს, დააკავეს. სუს-ის მტკიცებით, 4 ოქტომბრის მოვლენებს სწორედ ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. 10 ოქტომბერს ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში, ხოლო მისი ცოლი, ანი ნადარეიშვილი სუს-ში დაიბარეს – ორივე საქმე 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდებოდა. ბაჩო ახალაიასგან ხმის ნიმუშიც აიღეს, გამოძიება არკვევდა პროსახელისუფლებო მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობას, რომელშიც, თითქოს, ბაჩო ახალაია პაატა ბურჭულაძეს, 4 ოქტომბრის აქციის გეგმებზე ესაუბრება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მედიასთან ჩანაწერის ავთენტურობა უარყო.
