Friday, December 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლიბანში ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაური მოკლეს

December 25, 2025
ლიბანში ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაური მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის „ყუდსის ძალების“ მთავარი მეთაური ჰუსეინ მაჰმუდ მარშად ალ-ჯავაჰარი მოკლეს. მათივე ცნობით, თავდასხმა დღეს დილით ლიბანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების თანახმად, ჰუსეინ მაჰმუდ მარშად ალ-ჯავაჰარი ბოლო წლებში ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული შეთქმულებების განხორციელებაში მონაწილეობდა.

„ჰუსეინი მოქმედებდა ირანის რევოლუციური გვარდიის დაქვემდებარებაში და მონაწილეობდა ირანის მიერ ისრაელის სახელმწიფოსა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ტერორისტულ საქმიანობაში. ისრაელის თავდაცვის ძალები და „შინ ბეტი“ დიდი სერიოზულობით ეკიდებიან ირანის რეჟიმისა და მისი მოკავშირეების მიერ ტერორისტული შეთქმულებების ხელშეწყობის ნებისმიერ მცდელობას და გააგრძელებენ მოქმედებას ისრაელის სახელმწიფოსთვის ნებისმიერი საფრთხის მოსაშორებლად“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ  ლიბანში. ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, ისრაელის დრონის დარტყმის შედეგად, რომლის სამიზნეც სირიის საზღვართან ახლოს ავტომობილი იყო, ორი ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის, „ყუდსის ძალები“ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ელიტარული ჯგუფია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • წყალი 36 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge