საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
“თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია” – საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
